კრიპტო ხარის ბაზარი (Bull Market) vs დათვის ბაზარი (Bear Market): სქხელმძღვანელო დამწყებთათვის
ტერმინები ხარის ბაზარი და დათვი ბაზარი მომდინარეობს ტრადიციული ფინანსური (TradFi) ბაზრებიდან, თუმცა ეს ტერმინები ასევე დამკვიდრეს კრიპტოვალუტით მოვაჭრეებმა და ინვესტორებმა კრიპტო ბაზრის ციკლების აღმასვლის და დაღმასვლის აღსანიშნავად. სანამ ამ სახელმძღვანელოს ჩავუღრმავდებით, რომელიც მოიცავს კრიპტო ხარის და დათვის ბაზრებს, გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეიძინოთ, გაყიდოთ, გაცვალოთ, შეინახოთ და მართოთ 10+ მილიონი კრიპტო აქტივი Trust Wallet-ის გამოყენებით.
ახლა, მოდით განვავრცოთ თუ რა არის ხარისა და დათვის ბაზრები და როდის მოხდა ისინი კრიპტო აქტივების ბაზარზე გასულ ათწლეულში.
ხარის ბაზრის განსაზღვრა
ხარის ბაზარი არის პერიოდი, რომელშიც აქტივების ფასები იზრდება და ეს ზრდა კიდე მოსალოდნელია.
ტერმინი „ხარის ბაზარი“ სათავეს იღებს უოლ სტრიტზე მდებარე ორი ქანდაკებიდან, ხარისა და დათვიდან, სადაც ხარს თავი მაღლა აქვს აღმართული, რაც მიუთითებს მზარდ ბაზრებზე, ხოლო დათვს თავი დაბლა აქვს, რაც მიუთითებს დაცემაზე.
საფონდო ბირჟაზე, ხარის ბაზარი ტრადიციულად გულისხმობს, როდესაც არის 20% ან მეტი მატება ფართო ბაზრის ინდექსში მინიმუმ ორი თვის განმავლობაში.
ხარის ბაზარზე ეკონომიკური პირობები ჩვეულებრივ აღმავალ ტრაექტორიაზეა, რასაც თან ახლავს ინვესტორების დადებითი განწყობები. გარდა ამისა, აქტივების ფასების გახანგრძლივებული ზრდა, როგორც წესი, თან ახლავს დასაქმების მაღალ დონეს და ძლიერ ეკონომიკას.
კრიპტო აქტივების ბაზარზე, ზრდის მაჩვენელი ისტორიულად ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ბაზრებზე, ყველაზე წარმატებული აქტივები რამდენიმე ასეული და ათასი პროცენტით გაიზარდა.
სხვადასხვა ტიპის ინვესტორების მზარდი დიაპაზონის მზარდი ინტერესის გამო, დაწყებული მსხვილი ანგელოზი ინვესტორებიდან დამთავრებული ინსტიტუციებით, ხარის კრიპტო ბაზარი ყოველთვის იწვევდა ოპტიმისტურ ატმოსფეროს ტრეიდერებსა და ინვესტორებს შორის.
ხარის კრიპტო ბაზარი ხასიათდება ფასების მუდმივი ზრდით, მაღალი ნდობით ბაზრისადმი, კრიპტოსადმი მზარდი ყურადღებით მედიაში, გაზრდილი სოციალური მედიის აქტივობით და ცნობილი ადამიანების თუ ინფლუენსერებისა და ბაზარზე შემოსული ახალბედების მხრიდან მზარდი ინტერესით.
იმის ცოდნა, თუ როდის იწყება კრიპტო ხარის ბაზარი მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რადგან ეს შეიძლება დაეხმაროს მათ იცოდნენ, როდის იყიდონ და გაყიდონ თავიანთი ციფრული აქტივები. მაგალითად, 2017 წლის ხარის ბაზარზე ბიტკოინის (BTC) ფასი 20,000 დოლარამდე აიწია. შემდეგ საბაზრო ციკლში კი წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი 2021 წელს თითქმის $69,000-მდე ავიდა.
ბიტკოინის განახევრების (ჰალვინგი) მოვლენა იყო კრიპტო ბაზრის ზრდის თვალსაჩინო მამოძრავებელი ძალა, რის შედეგადაც ყოველი განახევრებიდან დაახლოებით 12-დან 18 თვემდე იყო ფასების ზრდა . ბიტკოინის განახევრების/გახლეჩვის ყოველი ღონისძიების დროს, ახლად მოპოვებული BTC-ის რაოდენობა მცირდება, რის შედეგადაც ახალი BTC გამოდის მიმოქცევაში უფრო ნელი ტემპით. ციფრულ ვალუტაზე მზარდ მოთხოვნასთან ერთად, ამან ისტორიულად აწია ბიტკოინის ფასი.
და როდესაც ბიტკოინი იბრძვის, ბაზრის დანარჩენი ნაწილი, როგორც წესი, მიჰყვება მას, წამყვანი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ეთერი (ETH), ხშირად BTC-ზე მეტია ფასის ზრდის მაჩვენებლით.
დათვის ბაზრის განსაზღვრა
დათვების ბაზარი ხარის ბაზრის საპირისპიროა. დათვების ბაზარზე აქტივების ფასები კლებულობს, ხოლო ინვესტორების განწყობა უარყოფითია, ფასების შემდგომი კლების მოლოდინით.
საფონდო ბირჟაზე, დათვი ბაზარი იწყება როდესაც 20% ან მეტი ვარდნა ფიქსირდება ფართო ბაზრის ინდექსში მინიმუმ ორი თვის განმავლობაში.
დათვების ბაზარზე ეკონომიკური პირობები, როგორც წესი, დაღმავალ ტრაექტორიაზეა, რომელსაც თან ახლავს ინვესტორების ნეგატიური განწყობა. დათვების ბაზარზე ეკონომიკური ზრდა ჩვეულებრივ ნელდება, ან ხდება რეცესია, რაც იწვევს ინვესტორების ოპტიმიზმის და ნდობის შემცირებას.
კრიპტო დათვის ბაზრებს ახასიათებს ფასების კლება მდგრადი პერიოდის განმავლობაში, ინვესტორების ნდობის ნაკლებობა კრიპტო ბაზრის მიმართ, კრიპტოვალუტისადმი ყურადღების შემცირება მეინსტრიმში, ნაკლები კრიპტო საუბრები სოციალურ მედიაში და ზოგადი პესიმიზმი ინვესტორებს შორის ციფრული აქტივების მიმართ.
დათვის ბაზარზე კრიპტო აქტივების ღირებულება მნიშვნელოვნად ეცემა 20%-ზე მეტით, ზოგიერთ ციფრულ ვალუტას და ტოკენს ღირებულების 99%-მდე ვარდნა აქვს და სრულიად უსარგებლო ხდება.
მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის მაღალი მაჩვენებლის 20,000 დოლარის შემდეგ, წამყვანი ციფრული ვალუტის ფასი 6,000 აშშ დოლარამდე დაეცა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში დაახლოებით 3,000 დოლარამდე ჩამოვიდა.
კრიპტო ინვესტორები, როგორც წესი, ცდილობენ გაყიდონ თავიანთი კრიპტო აქტივები დათვი ბაზრის დროს, რათა თავიდან აიცილონ დიდი დანაკარგები. ასევე ზოგიერთი ინვესტორებუ ყიდულობენ კრიპტო აქტივებს დათვის ბაზრის დროს და ინახავენ მათ მანამ, სანამ ბაზარი კვლავ აღმავალი გახდება. თუმცა, ინვესტორები, როგორც წესი, უფრთხილდებიან აქტივების ყიდვას დათვის ბაზრის დროს, რადგან ძნელი სათქმელია, როდის დასრულდება დაღმავალი ტენდენცია.
ხარისა და დათვის ბაზრების ისტორიული მიმოხილვა
ბოლო ათწლეულის განმავლობაში კრიპტოში შესამჩნევი იყო ხარისა და დათვის ბაზრები. ქვემოთ მოცემულია წინა ხარისა და დათვის ბაზრების ვადები.
2011 ხარის ბაზარი
2011 წლის დასაწყისი კარგი იყო ბიტკოინისთვის, რადგან ციფრულმა ვალუტამ წელი ბრწყინვალედ დაიწყო, მისი ფასი $42,67-მდე გაიზარდა.
2011 - 2012 დათვის ბაზარი
2011-დან 2012 წლამდე BTC-ის ფასი დაეცა 2 დოლარზე ნაკლები უსაფრთხოების პრობლემების გამო, რომელსაც აწყდებოდა ცნობილი კრიპტო ბირჟა, სადაც იმ დროს ბიტკოინის უმეტესი ნაწილი ივაჭრებოდა.
2013 ხარის ბაზარი
2013 წელი იყო BTC და სხვა ალტკოინების მოპოვება მეინსტრიმი. ამან გამოიწვია ბიტკოინის ფასის 100 დოლარამდე აწევა და გააგრძელა აღმავალ ტენდენციას იმავე წლის ნოემბრისთვის 1000 დოლარამდე.
2014 - 2015 დათვის ბაზარი
2013 წლის ბოლოს, ჩინეთის მთავრობამ დაიწყო ბიტკოინის აკრძალვა, რამაც ტალღოვანი ეფექტი სხვა კრიპტოვალუტებზეც მოახდინა. ამ პერიოდის განმავლობაში, BTC-ს ფასი დაეცა თითქმის $200-მდე. ეს ასევე უკავშირდებოდა Mt. Gox ბირჟას, რომელმაც გაკოტრება გამოაცხადა.
2016 - 2017 ხარის ბაზარი
დაღმავალი ბაზრის შემდეგ, ქოინების საწყისი შეთავაზებების (ICO) ბუმმა გამოიწვია BTC და ETH ღირებულებების მნიშვნელოვანი მატება. BTC-ის ფასი 2017 წლის ბოლოსთვის $20,000-მდე გაიზარდა, მხოლოდ 2018 წლის დასაწყისში დაიწყო ვარდნა, რამაც გამოიწვია კიდევ ერთი დათვის ბაზარი.
2018 დათვის ბაზარი
2018 წელი იყო ეგრედ წოდებული „კრიპტოზამთრის” დასაწყისი, სადაც ციფრული აქტივების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა 2017 წლის ხარის ბაზრის შემდეგ. ICO-ს ბუშტი გასკდა და იმ პერიოდში გამოშვებულმა ბევრმა ტოკენმა დაკარგა ღირებულების 90%-ზე მეტი. BTC-ის ფასი დაეცა $6000-ზე დაბლა. ETH-ის ფასი $755-დან $140-მდე დაეცა.
2019 - 2020 წწ
2019 წელს კრიპტო ფასებმა მიაღწია მრავალწლიან მინიმუმს, BTC ივაჭრებოდა 3000 დოლარზე, სანამ ბაზარი დაიწყებდა სტაბილიზაციას და გამოჯანმრთელებას. ეს იყო ხანგრძლივი კრიპტო ზამთარი, რომელიც თითქმის ორი წელი გაგრძელდა.
2020 - 2021 ხარის ბაზარი
ხანგრძლივი კრიპტო დათვის ბაზრის შემდეგ, 2020 წელს ბაზარმა დაიწყო გამოჯანმრთელება, 2021 წელს BTC-ისა და ETH-ის ფასმა თითქმის მიაღწია ფასის უმაღლეს მაჩვენებელს 69,000$ და 5,000$ დოლარს. DeFi-ის ბუმითა და Ethereum-ის NFT ბუმით უახლესი კრიპტო ბული ბაზარი გაგრძელდა 2021 წლის ბოლომდე.
2022 დათვის ბაზარი
2022 წლის დასაწყისიდან ლუნას დაშლამ, რამდენიმე წამყვანი კრიპტო კრედიტორის დაშლამ და FTX-ის დაცემამ გამოიწვია კრიპტო აქტივების ღირებულების მნიშვნელოვანი დაცემა, ზოგიერთმა კრიპტოვალუტამ დაკარგა მათი ღირებულებების 95%-ზე მეტი.
შეჯამება
ხარის და დათვის ბაზრები ყოველთვის იქნება და მნიშვნელოვნად იმოქმედებს თქვენს ინვესტიციებზე. ამრიგად, მიზანშეწონილია იცოდეთ როგორ ამოიცნოთ კრიპტო ბაზრის მიმდინარე ციკლი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის ხარის ბაზარი კრიპტოში?
ფაზა, როდესაც კრიპტოს ფასები იზრდება და მოსალოდნელია, რომ კვლავ გაიზრდება, ბიტკოინის ჰალვინგის შემდეგ და ინვესტორების დადებითი განწყობებით.
რით განსხვავდება დათვის ბაზარი ხარის ბაზრისგან?
დათვის ბაზარს ახასიათებს აქტივების ფასების კლება და უარყოფით განწყობა, ინვესტორები ელიან შემდგომ შემცირებას და ხშირად ემთხვევა ეკონომიკის ზრდის შენელებას.
რა ისტორიულმა მოვლენებმა მოახდინა გავლენა წარსულში ხარის ბაზარზე?
ისეთი მოვლენები, როგორიცაა ბიტკოინის განახევრება, ისტორიულად წინ უძღოდა ხარის ბაზარს, ფასების ზრდა შეზღუდული მიწოდებისა და მზარდი მოთხოვნის გამო.
შეიძლება თუ არა დათვის ბაზარზე ინვესტიცია იყოს მომგებიანი?
მიუხედავად იმისა, რომ სარისკოა, დათვის ბაზარი შეიძლება იყოს საუკეთესო შეთავაზება და ყიდვის შესაძლებლობა გრძელვადიანი მოგებისთვის, მათთვის ვისაც შეუძლია სწორად შეაფასოს ბაზრის ციკლი და დაელოდოს მას.
რა არის კრიპტო ბაზრის ზრდის ნიშნები?
ნიშნებია ფასების სტაბილური ზრდა, ბაზრის მაღალი ნდობა, გაზრდილი მედია გაშუქება და მზარდი ინტერესი სხვადასხვა ტიპის ინვესტორების მხრიდან.