რისკები დეცენტრალიზებული აპლიკაციების (Dapps) გამოყენებისას

რა არის დეცენტრალიზებული აპლიკაციები Dapp?

დეცენტრალიზებული აპლიკაცია (DApps) არის აპლიკაციები, რომლებიც მუშაობს ისეთ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ეთერეუმის ბლოკჩეინი. DApps ხშირად ადარებენ ჭკვიან კონტრაქტებს.

DApps შეიძლება იყოს დეცენტრალიზებული ბირჟები, ლენდინგ პლატფორმები, სოციალური ქსელები ან უბრალოდ თამაშები.

როგორ მუშაობს დეცენტრალიზებული აპლიკაციები?

DApp-ს შემქმნელები მომხმარებლებს წვდომას აძლევენ თავიანთ პლატფორმაზე ჭკვიანი კონტრაქტებით. დეცენტრალიზებული აპლიკაციების რიგებს მიეკუთვნება დეცენტრალიზებული მარკეტებიც (DEX) Uniswap Ethereum-ზე და PancakeSwap Binance Smart Chain-ზე. TrustWallet საშუალებას აძლევს თავის მომხმარებლებს დაუკავშირდნენ DApp ბრაუზერებს ქსელით.


TrustWallet გაფრთხილებთ DApp-სთან დაკავშირებამდე. გთხოვთ, დარწმუნდით, რომ უკავშირდებით ოფიციალურ DApp-ს. თქვენი აქტივები შეიძლება იყოს რისკის ქვეშ ფეიკ ან თაღლითურ DApp-სთან ურთიერთობისას.

ტოქენზე წვდომა / Token approval

ტოქენის გაცვლისას DApp სთხოვს მომხმარებელს, რომ დაადასტუროს წვდომა მათ ტოკენებზე. მომხმარებლის საფულესთან ურთიერთობის ეს პროცესი აუცილებელია DApp-სთვის. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე ჩანს Uniswap-ზე და PancakeSwap-ზე ტოქენზე წვდომის დადასტურების პროცესი.


პროცესის ამ ეტაპზე თქვენ იღებთ ყველა რისკზე პასუხისმგებლობას. დადასტურებისთვის დააჭირეთ გაგზავნას (Send) წვდომის დადასტურების შემდეგ ტოქენი გადაიცვლება თქვენს მიერ მითითებულ აქტივში.

თაღლითური Rouge DApps

ექსპლოიტი ტოქენის დადასტურებისას (token approval) DApps-ების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაუცველობაა. როდესაც მომხმარებელი ურთიერთქმედებს Dapp -სთან ის აძლევს DApp-ს ტოქენებზე წვდომის უფლებას. არაცნობიერად, მომხმარებელი აძლევს ჭკვიან კონტრაქტს სრულ წვდომას მის ყველა ტოკენზე. თაღლითს შეუძლია გამოიტანოს მომხმარებლის ყველა აქტივი მაშინაც კი, თუ მან მხოლოდ ერთ აქტივზე დაუშვა წვდომა.

ნახეთ ეს ვიდეო, რომელიც გამოქვეყნებულია ZenGo-ს გუნდის მიერ, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია Rouge Dapp-ს დაცალოს თქვენი საფულე Token Approval-ის ექსპლოიტით.

როგორ ავიცილოთ თავიდან თაღლითური Dapps?

პირველ რიგში ყოველთვის შეამოწმეთ DApp, რომელთანაც ურთიერთობთ. TrustWallet ყოველთვის ამოწმებს Dapps-ებს და ცდილობს მაქსიმალურად უსაფრთხო WEB3 გარემო შექმნას თქვენთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ საიტებს, როგორიცაა https://www.stateofthedapps.com და https://dappradar.com მეტი კვლევის ჩასატარებლად.

ტელეგრამი Trustwallet GE :georgia:

1 Like