როცა Ethereum-ის ტრანზაქცია ლოდინის რეჟიმშია
ტრანზაქციის დაბალი საკომისიოს (GAS) მითითების შემთხვევაში, შესაძლოა ტრანზაქცია ქსელში დიდხანს არ დადასტურდეს. ეს ხდება იმიტომ, რომ მითითებული გაზის ლიმიტი დაბალია იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად Ethereum ქსელი იღებს.
თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ მის დამუშავებას, მაგრამ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. ამ სახელმძღვანელოში გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გააუქმოთ მომლოდინე ტრანზაქცია.
რა არის Nonce?
Ethereum-ის ქსელში ყველა ტრანზაქციას აქვს NONCE, იგივე უნიკალური იდენტიფიკატორი. Nonce არის მოცემული მისამართიდან გაგზავნილი ტრანზაქციების რაოდენობა. ყოველ ჯერზე, როცა აგზავნით ტრანზაქციას, NONCE-ს რაოდენობა იზრდება 1-ით.
მომლოდინე ტრანზაქციის გაუქმება
ნაბიჯი 1 - შეამოწმე და დაიმახსოვრე Nonce-ს რაოდენობა
NONCE არის იმ კონკრეტულ ტრანზაქციის იდენტიფიკატორი, რომლის შეჩერებასაც თქვენ ცდილობთ. NONCE-ს რაოდენობა შეგიძლიათ იხილოთ მომლოდინე ტრანზაქციის დეტალებში.
ნაბიჯი 2 - გააკეთეთ 0 ETH მოცულობის ტრანზაქცია
შექმენით ახალი ტრანზაქცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე მისამართი ან გამოიყენეთ პირადი ETH მისამართი (საიდანაც გზავნი). შეიყვანეთ 0 ETH თანხაში და დაადასტურეთ.
ნაბიჯი 3 - შეცვალეთ Nonce
დადასტურების პროცესში სანამ SEND ღილაკით გაგზავნით გადადით ზედა მარჯვენა კუთხეში მექანიზმის ღილაკით სპეციალურ პარამეტრებში. შეიყვანეთ Nonce -ში გასაუქმებელი მომლოდინე ტრანზაქციის რაოდენობა, გაზის ლიმიტი დატოვეთ რეკომენდებულზე და შეინახეთ ცვლილებები
ნაბიჯი 4 - გაგზავნეთ ტრანზაქცია
Nonce მნიშვნელობის დაყენების შემდეგ დააკლიკეთ გაგზავნას. ახალი ტრანზაქცია ჯერ დამუშავდება და მომლოდინე გაუქმდება.
შენიშვნა: თქვენ უნდა გადაიხადოთ გაზის საკომისიო რათა შეაჩეროთ ტრანზაქცია.