გარდა ფინანსური ტრანზაქციების მყისიერი გაგზავნისა ბიტკოინის ბლოკის სივრცის სხვა მიზნებისთვის გამოყენების იდეა პროტოკოლის შექმნის პირველივე დღეებიდან არსებობს. ბიტკოინზე დაშენებული DNS სისტემის იდეა პირველად განიხილეს BitcoinTalk.org-ის ფორუმზე ჯერ კიდევ 2010 წელს.
რა არის ბიტკოინის Inscriptions (წარწერები) და როგორ მუშაობს ის?
თუ ადევნებთ თვალს ბიტკოინის ტვიტერს, შესაძლოა გსმენიათ „NFTs“-ის შესახებ ბიტკოინზე, იგივე „წარწერებზე“ (inscriptions), რომელიც Ordinals ჯგუფის წყალობით დაინერგა. მათ ბიტქოინის ქსელზე დააშენეს ORD ბრძანებების ხაზი, რომელიც ბიტქოინის ბლოკჩეინზე მონაცემების ავტომატურ რეჟიმში ჩაწერის ახალ მექანიზმს ქმნის.
მოცემულ სტატიაში გაიგებთ რა არის წარწერები (inscriptions) და ორდინალები (ordinals), მაგრამ ჯერ მოდით გავეცნოთ ბიტკოინზე მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში შენახვის ისტორიას.
ბიტკოინის ადრეული ენთუზიასტები იკვლევდნენ მისი ბლოკის სივრცის გამოყენებას სხვა დანიშნულებისთვისაც, გარდა P2P ტრანზაქციებისა. ბიტკოინზე DNS სისტემის დაშენების კონცეფცია გაჩნდა 2010 წელს, შედეგად კი 2013 წელს შეიქმნა Namecoin და ტერმინი “ფერადი ქოინები“ (colored coins), რომელიც აღნიშნავდა ბიტკოინის Off-chain ნაწილებს. თუმცა, ამ უკანასკნელმა მაშინ დატვირთა ბიტკოინის ქსელი და მასშტაბურობის პრობლემა უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დადგა. OP_RETURN-ის წყალობით, რომელიც დაინერგა Bitcoin Core v0.9.0-ში (2014 წლის მარტი), მოგვარდა რიგი საკითხები რომლებიც ფერადი ქოინების მასშტაბურ დანერგვას შეეძლო გამოეწვია. OP_RETURN გახდა სასურველი მეთოდი მონაცემების ავტომატიზირებულ რეჟიმში დასამატებლად, რამაც გზა გაუხსნა ბიტქოინის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ NFT-ების შექმნას.
Inscriptions - წარწერები
რიგით დოკუმენტაციაში ის მოხსენიებულია, როგორც "ციფრული არტეფაქტები" ბიტკოინის ბლოკჩეინზე.
დოკუმენტაციიდან:
Inscriptions იწერება სატოშებზე, რაც ქმნის ბიტკოინის მშობლიურ ციფრულ არტეფაქტებს, რომლებიც უფრო ცნობილია როგორც NFT. წარწერები არ საჭიროებს გვერდითა ჯაჭვს ან ცალკე ქოინს. წარწერებით ჩაწერილი სატოშები შეიძლება გადაიცეს ბიტკოინის ტრანზაქციების გამოყენებით და გაიგზავნოს ბიტკოინის მისამართებზე.
ბიტკოინის Taproot განახლებამ შესაძლებელი გახადა წარწერების შექმნა, პროტოკოლების საშუალებით, როგორიცაა Ordinals. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარწერები სარგებელს გვთავაზობს, ტრანზაქციების ზრდა კამათის მიზეზია ბიტქოინ მაქსიმალისტებში. წარწერები არის ვირტუალური აქტივები, რომლებიც იწერება ბლოკჩეინზე კონკრეტული პროტოკოლების მეშვეობით თუმცა ისინი ბევრად განსხვავდება Ethereum-ის ჭკვიანი კონტრაქტებისგან.
წარწერების პროტოკოლები კონტენტს L1 ჯაჭვზე წერენ taproot სკრიპტების გამოყენებით, შედეგად კი ბიტკოინის წარწერები გავლენას ახდენს ქსელზე, რაც იწვევს ქსელის გადატვირთვას.
მოკლევადიან პერსპექტივაში, წარწერების ჰაიპი ზრდის ბიტკოინის აქტივობას და იწვევს მაინერებისთვის გაზის საფასურის ზრდას, ეს ახალი პროტოკოლები იზიდავს სპეკულანტებს, რაც პოტენციურად განაპირობებს ბიტკოინის ფასის ზრდას. თუმცა, სკეპტიციზმი წარმოიქმნება წარწერების სიმრავლის და მათი სპეკულაციური ხასიათის გამო, რაც იწვევს ქსელის გადატვირთულობას და საზოგადოების ეჭვებს.
თუ გსურთ გაიგოთ უფრო სიღრმისეულად ბიტქოინის წარწერებისა და ორდინალების შესახებ, უნდა გაეცნოთ კეისი როდარმორის Ordinals BIP ორდინალების დოკუმენტაციას და კეისის პოდკასტს სტეფან ლივერასთან, რომელიც შესაძლოა სასარგებლო რესურსი იყოს ნაკლებად ტექნიკური მსმენელისთვის და დამწყებთათვის.
Ethscription - წარწერები ეთერეუმის ბლოკჩეინზე
Ethscriptions (წარწერები ეთერეუმის ბლოკჩეინზე) პროტოკოლი შეიქმნა Genius.com-ის თანადამფუძნებლის, ტომ ლემანის მიერ. ის იყენებს Ethereum „calldata“-ს არაფინანსური მონაცემების პირდაპირ Ethereum ბლოკჩეინზე ჩასაწერად. Ethscription 2023 წლის ივნისში დაინერგა და უკვე გენერირებულია 150000-ზე მეტი Ethscription, ძირითადად სურათები. ლემანი თვლის, რომ Ethscriptions გადამწყვეტია Web3-ისთვის, რადგან ის გვთავაზობს ხელმისაწვდომ და დეცენტრალიზებულ ალტერნატივას აქტივის შენახვისთვის.
Ethscription ეთერეუმის ბლოკჩეინზე შემდეგნაირად მუშაობს:
-
წარწერების შექმნა შესაძლებელია Ethereum-ის ქსელში წარმატებული ტრანზაქციით, რომელიც მოიცავს ცალკეულ მონაცემთა ერთიან იდენტიფიკატორებს (URI).
-
მაქსიმალური უნიკალურობის უზრუნველსაყოფად, თითოეული URI (Uniform Resource Identifier) საგულდაგულოდ არის შემუშავებული, რათა ისინი არ იყოს იდენტური. ეს მიდგომა იძლევა გარანტიას, რომ Ethscription -ები არ იზიარებს იდენტურ ინფორმაციას.
-
როდესაც ვინმე ქმნის Ethscription-ს, ის იდენტიფიცირდება, როგორც ამ Ethscription-ის შემქმნელი. პირი, რომელიც იღებს ტრანზაქციას, იდენტიფიცირდება, როგორც თავდაპირველი მფლობელი.
რით განსხვავდება Ethscriptions NFT-ებისგან?
Ethscriptions არის ახალი მეთოდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია პირდაპირ Ethereum ქსელში. Ethscriptions იყენებს ფუნქციას სახელწოდებით “calldata”, რომელიც არის Ethereum-ზე ჭკვიანი კონტრაქტის ფარგლებში შენახული მონაცემები. ეს იძლევა ამ აქტივების შექმნისა და განაწილების უფრო ხელმისაწვდომ და დეცენტრალიზებულ გზას, ვიდრე ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა NFT, რომლებიც ეყრდნობა ჭკვიან კონტრაქტებს.
როდესაც ადამიანები ქმნიან შეუცვლელ ტოკენებს (NFT), ისინი აკავშირებენ თავიანთ ფაილს ბლოკთან. ეს პროცესი უზრუნველყოფს საკუთრების და წარმოშობის მტკიცებულებას, რაც NFT-ს ღირებულს ხდის. NFT-ის მეტამონაცემები დაკავშირებულია გარე წყაროსთან, რომელიც ინახავს რეალურ ფაილს. Ethscriptions იქმნება calldata-ს გამოყენებით და ინახავს ყველა ინფორმაციას პირდაპირ Ethereum ქსელში.
Ethscriptions განსხვავდება NFT-ებისგან იმით, რომ არ გააჩნია რაიმე ჭკვიანი კონტრაქტის ლოგიკა, რაც მათ ნაკლებად კომპოზიციურს ხდის ვიდრე ტრადიციული NFT.
განსხვავება Ethscription-სა და ორდინსლსის წარწერებს შორის
-
მთავარი განსხვავება Ethscriptions-სა და Bitcoin Ordinals Inscriptions-ს შორის მდგომარეობს მათ ჩეინებში. Ethscriptions მოქმედებს Ethereum ქსელში, Inscriptions ფუნქციონირებს ბიტკოინის ეკოსისტემაში. ეს განსხვავება გავლენას ახდენს მათი ფუნქციონირებისა და მახასიათებლების სხვადასხვა ასპექტზე.
-
Bitcoin Ordinals აწერს ჭკვიანი კონტრაქტის ტრანზაქციის მონაცემებს სატოშებს, Ethscriptions იყენებს calldata ფუნქციას წარწერების შესაქმნელად. გარდა ამისა, Ethscriptions მიზნად ისახავს შეამციროს გაზის საფასური, რასაც ვერ გვპირდება Bitcoin Ordinals-ის წარწერები.
-
გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე პრაქტიკული განსხვავება. Ethscriptions მოითხოვს, რომ თითოეული სურათი იყოს უნიკალური, რაც ნიშნავს, რომ ორი Ethscription არ შეიძლება იყოს იდენტური. მეორეს მხრივ, Ordinals იძლევა იდენტური სურათების სხვადასხვა ქოინზე მიწერის საშუალებას.
-
Ethscription -ის მონაცემთა ზომა შემოიფარგლება 96 კილობაიტით, Bitcoin Ordinals საშუალებას იძლევა 4 მეგაბაიტამდე წარწერების შექმნის.
საბოლოო ჯამში Ordinals მხარს უჭერს ყველა ტიპის ციფრულ ფაილს, როგორიცაა ტექსტი, ვიდეო ან მუსიკა, Ethscription ამ მხვრივ შეზღუდულია თუმცა, სამომავლოდ დეველოპერები გეგმავენ დაამატონ სხვადასხვა ტიპის ფაილები.
დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ Ethereum-სა და Bitcoin Ordinals-ზე წარწერის ახალი გაუმჯობესებული მოდელების დანერგვას NFT სივრცეში.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე Trustwallet საქართველო