LAYER 1 და LAYER 2 ბლოკჩეინის პირველი და მეორე დონე

ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში ტერმინი „სკალირება“ ნიშნავს სისტემის გამტარუნარიანობის , რომელიც იზომება წამში შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობით. კრიპტოვალუტების მოხმარების მუდმივი ზრდის გამო, საჭირო გახდა „დონეების“ შექმნა ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის და ჩანაწერების შენახვისთვის.

დონე 1 (layer1) დეცენტრალიზებულ ეკოსისტემაში არის თავად ბლოკჩეინი. დონე 2 არის დანამატი დონე 1-ზე, რომელიც ზრდის კვანძების რაოდენობას და შესაბამისად სისტემის გამტარუნარიანობას. ეს დონეები იყენებენ ჭკვიან კონტრაქტებს ტრანზაქციების ავტომატიზაციისთვის.

​L1 VS L2

ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ბევრი უპირატესობა აქვს: ის აუმჯობესებს უსაფრთხოებას, აადვილებს ტრანზაქციებს და ავტომატურად ინახავს ყველა ტრანზაქციის ჩანაწერს. თუმცა, რაც უფრო ფართოვდება მისი გამოყენება, წარმოიქმნება მთელი რიგი პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის მასშტაბურობა. ბლოკჩეინში თითოეულმა ტრანზაქციამ უნდა გაიაროს რამდენიმე ეტაპი, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ძალასა და დროს ამიტომ ბლოკჩეინის გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად, დეველოპერები ნერგავენ მე-2 დონის სკალირებას მის სტრუქტურაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბლოკჩეინის მასშტაბურობა?

ტერმინი ბლოკჩეინის მასშტაბურობა ნიშნავს სისტემის უნარს მუდმივად შეინარჩუნოს სტაბილურობა მომხმარებელთა დიდი რაოდენობის მიუხედავად. ტერმინი „გამტარობა“ აღწერს სისტემის მიერ დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობას წამში. Visa-ს ელექტრონული გადახდის ქსელი, VisaNet, ამუშავებს თითქმის 20,000 ტრანზაქციას ქსელში(TPS-ს), ხოლო ბიტკოინის ბლოკჩეინს, ამავდროულად, შეუძლია გაუმკლავდეს 3-დან 7 TPS-ს.

ეს განსხვავება შეიძლება იყოს შოკისმომგვრელი :slightly_smiling_face:, მაგრამ ბიტკოინი ხომ დეცენტრალიზებულ სისტემას იყენებს, ხოლო VisaNet ცენტრალიზებულია. დეცენტრალიზებულ სისტემას სჭირდება მეტი დამუშავების ძალა და დრო, რათა დაიცვას თავისი მომხმარებლების კონფიდენციალურობა. თითოეული ტრანზაქცია გადის რამდენიმე ეტაპს, მათ შორის მიღებას, მაინინგს, განაწილებას და კვანძებით დადასტურებას.

სავარაუდოდ, კრიპტოვალუტა მალე გახდება წამყვანი ინსტრუმენტი ბიზნეს სამყაროში, ამიტომ დეველოპერები ცდილობენ გაზარდონ ბლოკჩეინის ძალა და სიჩქარე. სწორედ ამ ამოცანების შესასრულებლად მიმდინარეობს მუშაობა ბლოკჩეინის სკალირების მეორე დონის ოპტიმიზაციაზე.

ბიტკოინის მასშტაბურობის პრობლემა

თავდაპირველად, ბიტკოინი იყო მარტივი ბლოკჩეინი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა გაეგზავნა და მიეღო ციფრული ვალუტა. თუმცა, მისი დაარსების დღიდან აქტუალურია მისი მასშტაბურობის საკითხი, რაც ბადებს კითხვას: რა მოხდება, როცა მეტი ადამიანი დაიწყებს ბიტკოინის გამოყენებას?

თითოეულ სისტემას აქვს გარკვეული გამტარუნარიანობა და შეუძლია წამში მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ტრანზაქციების დამუშავება (ტრანზაქციების რაოდენობა, რომლის დამუშავებაც ბლოკჩეინის ქსელს შეუძლია ყოველ წამში).

უფრო მეტიც, ყველა ტრანზაქცია დეცენტრალიზებულ სისტემაში მოწმდება, რაც დიდ რესურსს და ენერგიას მოითხოვს. ბიტკოინის პოპულარობამ გამოიწვია მისი პროტოკოლის გადატვირთვა, რის გამოც მისი დამუშავების სიჩქარე შენელდა.

რატომ სჭირდება ბლოკჩეინს L2 ტექნოლოგია?

პასუხი მარტივია: გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ტრანზაქციის მაღალი ხარჯების შემცირებისთვის. მოდით შევხედოთ ამ პრობლემას Ethereum-ის მაგალითის გამოყენებით.

ETH-ს აქვს კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც იძლევა მასზე დეცენტრალიზებულ აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას. ეთერეუმის პროტოკოლების ყველა კვანძი თანხმდება ტრანზაქციებზე და სინქრონიზდება ერთმანეთთან. ეს ხდის Ethereum-ის ბლოკჩეინს უკიდურესად დაცულს, მონაცემთა გადაწერისა და ჰაკერების შეტევებისგან.

Ethereum-ის სტაბილურობამ და უსაფრთხოებამ გამოიწვია “ICO აჟიოტაჟი”, რამაც გამოიწვია ბლოკჩეინზე დიდი რაოდენობით ახალი ტოქენების შექმნა.

შესაბამისად, გაიზარდა მომხმარებლების შემოდინება და Ethereum-ზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობაც. მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად გაიზარდა ტრანზაქციის საკომისიოები, „გაზი“, რომლებიც ამუშავებენ ტრანზაქციებს Ethereum -ის ქსელში.

როდესაც ბლოკჩეინის ქსელი გადატვირთულია, ტრანზაქციები იგზავნება სპეციალურ მეხსიერებაში და ელოდება დამუშავებას ანუ მის რიგს. ამ პრობლემის “ვითომ” გადასაჭრელად მაინერები პრიორიტეტულ ტრანზაქციებს უზრდიან გაზს, ეს უკანასკნელი კიდევ უფრო ზრდის ტრანზაქციის დასასრულებლად საჭირო მინიმალურ ღირებულებას, შედეგად, ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ გაზის ფასები იზრდება, რაც აუარესებს სიტუაციას ყველა მონაწილისთვის.

L2 სკალირება გამიზნულია ამ პრობლემის გადასაჭრელად და ტრანზაქციის ხარჯების შესამცირებლად.

გადაჭარბებული დატვირთვა

მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად იმატებს ქსელის დატვირთვა Tier 1 ბლოკჩეინზე. ეს ამცირებს დამუშავების სიჩქარეს და შესრულებას.

გამოსავალი

მე-2 დონის Layer2 ბლოკჩეინი აუმჯობესებს TIER1 მშობლიური დონის ბლოკჩეინის ეფექტურობას. L2 იღებს ბლოკჩეინის პირველი დონის დატვირთული ტრანზაქციების ნაწილს და გადასცემს მას სხვა სისტემის არქიტექტურას დასამუშავებლად, შედეგად დასამუშავებელი ტრანზაქციების უმეტესი ნაწილი მოდის L2 არქიტექტურაზე და ქსელის დანარჩენი ნაწილი ნაკლებად იტვირთება, რაც 1 დონის ბლოკჩეინს უფრო მასშტაბურს ხდის.

მაგალითად BTC-ს Lightning Network, მე-2 დონის სკალირების გადაწყვეტაა, რომელიც ზრდის დამუშავების სიჩქარეს ბიტკოინის ბლოკჩეინში. გარდა ამისა, Lightning Network ნერგავს სმარტ კონტრაქტებს 1-ლი დონის ბიტკოინის ბლოკჩეინზე.

უფრო მეტი L2 -ზე

L2 ბლოკჩეინი გადის სხვა ბლოკჩეინის “ღერძზე”. Layer 1 იგივე დონე 1 ადგენს პარამეტრებს, ხოლო მე- 2 დონის ბლოკჩეინი ახორციელებს პროცესებს.

მთავარ ბლოკჩეინს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე დონე. მარტივად რომ ვთქვათ თუ როგორ მუშაობს რამდენიმე დონე, შეგვიძლია შევადაროთ ნებისმიერი კომპანიის ან დაწესებულების ეკოსისტემას. მაგალითად: კომპანიის მასშტაბურობისთვის უფროსი ქირაობს მენეჯმენტს და სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის თანამშრომლებს, სწორედ ესხდის კომპანიას მასშტაბურს.

თუმცა, ბლოკჩეინის ორივე ფენას აქვს “შეზღუდვები”, რომლებიც გასათვალისწინებელია.

ბიტკოინსაც და ეთერიუმსაც მილიარდობით დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია აქვთ და ამ სერვისების მომხმარებლები ყოველდღიურად მილიონობით დოლარს ვაჭრობენ. აქედან გამომდინარე, პროცესის გართულება არასაჭირო კოდით და ექსპერიმენტებით არ არის მიზანშეწონილი.

მასშტაბურობის ტრილემა

ვიტალიკ ბუტერინმა, Ethereum-ის დამფუძნებელმა, გამოიგონა ტერმინი „მასშტაბურობის ტრილემა“ ტერმინი ბლოკჩეინის სამ ურთიერთდაკავშირებულ თვისებაზეა:

• Უსაფრთხოება

• მასშტაბურობა

• დეცენტრალიზაცია

ტრილემის მიხედვით, ბლოკჩეინის ნებისმიერ ტექნოლოგიას შეიძლება ჰქონდეს არაუმეტეს ორი თვისება.

ამრიგად, მიმდინარე ბლოკჩეინებს ყოველთვის მოუწევთ კომპრომისზე წასვლა ერთ-ერთ ფუნდამენტური თვისებისთვის.

ბიტკოინი ამის შესანიშნავი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბლოკჩეინმა მოახერხა დეცენტრალიზაციისა და უსაფრთხოების ოპტიმიზაცია, მას მოუწია კომპრომისზე წასვლა მასშტაბურობაზე :slight_smile:

რა იქნება შემდეგი?

მასშტაბურობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც კრიპტოვალუტების მასობრივი მიღება ბლოკჩეინის ინდუსტრიაში ამჟამად შეუძლებელია. კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა იზრდება, პროტოკოლის სკალირების საჭიროებაც გაიზრდება. ვინაიდან ბლოკჩეინის ორივე ფენას აქვს გარკვეული შეზღუდვები, გამოსავალი მომავალში იქნება პროტოკოლის შექმნა, რომელსაც შეუძლია გადაჭრას მასშტაბურობის ტრილემა.

შეჯამება

რაც შეეხება ზემოხსენებულ შემზღუდველ ფაქტორს, მისი გადაჭრისთვის ბლოკჩეინის დეველოპერები, გადადიან მეორე დონის სკალირებაზე Ethereum 2.0-ში. პოსტის გამოქვეყნების მომენტისთვის ბლოკჩეინის სისტემები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

მთავარი კითხვა, ბლოკჩეინის მეორე დონის L2 სკალირება არის დროებითი თუ მუდმივი გადაწყვეტილება? ამ დროისთვის დანამდვილებით არავინ იცის.

1 Like