ORC-20: ბიტკოინის ტოკენის სტანდარტის ევოლუცია
კრიპტოგრაფიის განვითარებად სამყაროში მუდმივად ჩნდება ახალი მიღწევები და სტანდარტები, ეს ახალი სტანდარტები მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ძველი სტანდარტების შესაძლებლობები. ერთ-ერთი უახლესი ტექნოლოგია ამ სფეროში არის ORC-20, ახალი ტოკენის სტანდარტი ბიტკოინის ქსელზე.
ცნობილი, როგორც BRC-20 სტანდარტის მემკვიდრე, ORC-20 შექმნილია ადაპტაციის, მასშტაბურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ეს პოსტი ეხება ახლახან შექმნილ ORC-20 სტანდარტს. ჩვენ გამოვიკვლიეთ მისი ისტორია და საფუძვლები, შევადარებთ მას BRC-20 სტანდარტს, გავეცნობით ბიტკოინის UTXO მოდელს და გამოვიკვლევთ მის პოტენციალს თუ გამოწვევებს.
არ აქვს მნიშვნელობა დეველოპერი ხარ მომხმარებელი თუ ინვესტორი, ეს გზამკვლევი მოგაწვდით აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც გჭირდებათ ბიტკოინის ბლოკჩეინის ეკოსისტემის უკეთ გასაცნობად, შედეგად თქვენ უფრო მარტივად გადალახავთ ამ ახალ ზღვარს კრიპტოში.
ტოკენის სტანდარტებისა და BRC-20-ის მოკლე ისტორია
ტოკენის სტანდარტების კონცეფცია ამოქმედდა Ethereum-ისა და მისი ERC-20 ტოკენის სტანდარტის წყალობით, რომელიც ეთერეუმმა შემოგვთავაზა 2015 წლის ნოემბერში. ამ ახალმა ინოვაციურმა შეთავაზებამ დეველოპერებს მისცა შესაძლებლობა მრავალფუნქციური ტოკენების შექმნის.
თუმცა, ERC-20 შეიქმნა Ethereum-ისთვის და არა სხვა ბლოკჩეინებისთვის. 2023 წლის მარტში ბიტკოინის ეკოსისტემაში შეიქმნა BRC-20 სტანდარტი მსგავსი შესაძლებლობებისთვის. BRC-20 შემოთავაზებულია ცნობილი პროგრამისტის DOMO-ს მიერ, ის დეველოპერებს აძლევს საშუალებას შექმნან ახალი ტოკენები Bitcoin-ის ქსელის თავზე. ამ სტანდარტის გაშვება ქსელში მოხდა 2023 წლის იანვარში Ordinals პროტოკოლის გაშვებასთან ერთად.
მოკლედ, BRC-20 ტოქენებს შეუძლია განთავსდეს, დაიმინტოს და იმოძრაოს ბიტკოინის ქსელში როგორც Ordinals inscriptions - კონცეფცია, რომელიც აძლევს სატოშებს ინდივიდუალურ იდენტურობას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი BRC-20 დამწყებთათვის სახელმძღვანელო.
BRC-20-ის შეზღუდვები
მიუხედავად მისი მიღწევებისა, BRC-20-ს აქვს მთელი რიგი შეზღუდვები. ესენია:
-
უცვლელობა განთავსების შემდეგ: BRC-20 ტოქენის ქსელში განთავსების შემდეგ, მისი მიწოდების და დამინტვის ლიმიტის შეცვლა შეუძლებელი. ეს შეზღუდვა მას ნაკლებად მოქნილს ხდის გარემოებაზე ან საჭიროებაზე რეაგირებისას.
-
შეზღუდული სახელები: BRC-20 ტოქენები შედგება ოთხასოიანი სახელებით. ეს შეიძლება იყოს შეზღუდვა, როდესაც საქმე ეხება უნიკალური ნიშნის იდენტიფიკაციას. ასეთმა შეზღუდვამ შეიძლება შეზღუდოს ბრენდინგის შესაძლებლობები.
-
დამოკიდებულება გარე ცენტრალიზებულ ინდექსერებზე: BRC-20-ის “inscribe transfer” და “bookkeeping” დიდწილად ეყრდნობა გარე ცენტრალიზებულ ინდექსერებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ორმაგი ხარჯები.
ORC-20 სტანდარტი
BRC-20-ის შეზღუდვებმა და გამოწვევებმა განაპირობა ORC-20-ის შექმნა/განვითარება, ახალი სტანდარტი ბიტკოინის ბლოკჩეინზე, რომელიც გვთავაზობს უფრო მეტ მოქნილობას, მასშტაბურობასა და უსაფრთხოებას. ORC-20 სტანდარტი ხსნის ლიმიტებს BRC-20-ის შეზღუდვებს ახალი შეთავაზებებით.
აი, როგორ აუმჯობესებს თითოეული მათგანი ამ ახალ სტანდარტს:
-
გაძლიერებული უსაფრთხოება: UTXO მოდელის გამოყენებით, ORC-20 უზრუნველყოფს, რომ ყოველი ტრანზაქციაში განისაზღვროს ზუსტი თანხა, რითაც თავიდან აიცილებს ორმაგ ხარჯვას. UTXO მოდელის უფრო დეტალური ახსნა ქვემოთაა მოცემული.
-
განახლების მიღება: ORC-20 ტოქენების განახლება შესაძლებელია საწყისი განთავსების შემდეგ. ეს ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი BRC-20 -ზე. ეს ფუნქცია იძლევა შესაძლებლობას ტოკენის პარამეტრებიდან შეიცვალოს მიწოდების და დამინტვის რაოდენობა მოთხოვნების შესაბამისად.
-
მოქნილი სახელები: ORC-20 არ აწესებს შეზღუდვას ნიშნის ტიკერებზე ან სახელებზე, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას უფრო უნიკალური ტოკენის იდენტიფიკატორები.
-
ნაწილობრივი ტრანზაქციები და შეჩერების შესაძლებლობა: ORC-20 იძლევა ნაწილობრივი ტრანზაქციების შესრულების და მის გაუქმების საშუალებას, რაც უფრო მოქნილს ხდის ტოკენის გადარიცხვებს.
-
მიგრაცია: ORC-20 იძლევა მიგრაციის საშუალებას BRC-20 სტანდარტიდან. ეს მიგრაცია შეუქცევადია, მაგრამ ის საშუალებას აძლევს ადამიანებს ისარგებლონ ORC-20 სტანდარტის მიღწევებით.
UTXO მოდელის განმარტება
Unspent Transaction Output (UTXO) მოდელი არის ტრანზაქციის მოდელი რომელსაც იყენებს ბიტქოინი. ყოველი ტრანზაქცია იწყება ქოინებით, რომლებსაც ეწოდება „inputs“(შემყვანები) და მთავრდება ქოინებით, რომლებსაც ეწოდება „Outputs“ (გამომყვანები).
Bitcoin UTXO მოდელში, ტრანზაქციაზე outputs შეიცავს ახალი მფლობელის მისამართს და ქოინების რაოდენობას, რომელსაც ის ფლობს. ტერმინი „Unspent“ (გაუხარჯავი) ნიშნავს, რომ Outputs შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი ტრანზაქციების Inputs-ში(შემყვანში). ახალი ტრანზაქციის შესაქმნელად, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს ტრანზაქციის Input, რომელსაც წარმოადგენს წინა დაუხარჯავი ტრანსაქცია (UTXO).
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, როდესაც თქვენ აგზავნით ბიტკოინს, თქვენ რეალურად აგზავნით მითითებას წინა ტრანზაქციებზე (UTXOs), რომლებიც ემატება მთლიან თანხას, რომლის გაგზავნაც გსურთ. თუ დარჩება ბიტკოინი, ის გიბრუნდებათ „change“ სახით და შეიძლება გამოყენებულ იქნას მომავალ ტრანზაქციებში.
ეს მოდელი იძლევა ტრანზაქციების მკაფიო თვალყურის დევნების საშუალებას და უზრუნველყოფს, რომ თითოეული ქოინის დახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ – რადგან UTXO-ს დახარჯვის შემდეგ, მისი ხელახლა გამოყენება შეუძლებელია.
როგორ იყენებს ORC-20 UTXO-ს ორმაგი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად
ორმაგი ხარჯვა ნიშნავს რისკს, როდესაც არის საშიშროება იმისი, რომ ციფრული ვალუტა შეიძლება ორჯერ დაიხარჯოს(გაიგზავნოს). სწორედ აქ არის საჭირო UTXO მოდელი და ამიტომ მიიღო ORC-20-მა ეს მოდელი.
ORC-20 სტანდარტში ტრანზაქციის მოდელი ეფუძნება UTXO მოდელს. ORC-20 ტოკენის გაგზავნისას გამგზავნი აზუსტებს მიმღებისგან მისაღებ რაოდენობას და დარჩენილი ბალანსის რაოდენობას, რომელიც უნდა გაიგზავნოს უკან გამგზავნის მისამართზე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი და იგივე ქოინი არ დაიხარჯება ერთზე მეტჯერ, რაც გამორიცხავს ორმაგი ხარჯვის შესაძლებლობას.
ამრიგად, ORC-20 იყენებს UTXO მოდელს, რათა გააუმჯობესოს ტოქენების ტრანზაქციების უსაფრთხოება, უზრუნველყოს ტოკენების მთლიანობა და თავიდან აიცილოს ორმაგი ხარჯვა, რითაც აუმჯობესებს წინამორბედს BRC-20-ს.
შეჯამება
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ ORC-20, ახალი ექსპერიმენტული სტანდარტი ბიტკოინის ქსელში ფუნგირებადი ტოკენების შესაქმნელად. მანამდე არსებული BRC-20 სტანდარტის შეზღუდვებზე დაყრდნობით, ORC-20 მიზნად ისახავს მათ მოგვარებას ძირითადი გაუმჯობესებების დანერგვით, როგორიცაა უფრო ძლიერი ორმაგი ხარჯვის მექანიზმი, მოქნილი სახელწოდებები და განახლებადი პარამეტრები.
ახალი სტანდარტი, რა თქმა უნდა, საინტერესოა. თუმცა, ის ასევე ექსპერიმენტულია და ექვემდებარება რიგ მოულოდნელობებს, მათ შორის პოტენციურ შეცდომებს, და არ არსებობს გარანტიები შექმნილი ტოკენების ღირებულებისა და სარგებლობის შესახებ. ზოგიერთი ასევე ამტკიცებს, რომ ის, რასაც ORC-20 გთავაზობთ, შეიძლება შევიდეს BRC-20-ში ახალი სტანდარტის საჭიროების გარეშე.
ვინც დაინტერესებულია ORC-20 ტოკენებით, იქნება ეს დეველოპერი, მომხმარებელი თუ ინვესტორი, სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მას. გააკეთეთ საკუთარი კვლევა და დარწმუნდით, რომ სრულად გესმით ტექნოლოგია და მისი რისკები. მიუხედავად იმისა, რომ ORC-20 სტანდარტი წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ბიტკოინისა და ბლოკჩეინის სამყაროში, მნიშვნელოვანია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ამ განვითარებად სივრცეში ნავიგაციისას.
შემოგვიერთდი TrustWallet-ის Telegram კომუნითში