PAYPAL-ის სტაბილური ქოინი PYUSD
დღეს, როდესაც ციფრული ვალუტები ახდენენ ფინანსური ლანდშაფტის რეფორმირებას, PayPal-მა არ დაიგვიანა და შექმნა საკუთარი სტაბილკოინი PayPal USD (PYUSD). როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციფრული გადახდის პლატფორმა, PayPal შემოვიდა ციფრული ფინანსების სივრცეში მან მოიპოვა პატივისცემა და დაიწყო დისკუსიები კრიპტოვალუტის კომუნითებში. ამ პოსტის მეშვეობით თქვენ გაიგებთ მის მნიშვნელობას, ფუნქციებს და რას ნიშნავს ის მომავალი ციფრული გადახდებისთვის.
რა არის stablecoin და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
სტაბილკოინები არის კრიპტოვალუტები, რომლებიც შექმნილია სტაბილური ფასით ვაჭრობისთვის, როგორც წესი, ისინი მიბმული არიან ფიატ ვალუტასთან, როგორიცაა აშშ დოლარი 1:1-ში. თუ შევხედავთ არასტაბილურ კრიპტოვალუტებს, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი, სტაბილკოინები ციფრული ვალუტის სამყაროს თავშესაფრად გამოიყენება. სტაბილკოინებს შეუძლიათ გადახდები აწარმოოს დოლარის ფასით Web3 და ციფრულ სამყაროში, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოებას, მრავალფეროვნებას და დაცულობას.
stablecoin PYUSD-ის განხილვა
ახალი სტაბილური ქოინი PYUSD, იქნება მხარდაჭერილი აშშ დოლარით. Paxos -ის მიერ შექმნილი PYUSD-ს გადაცვლა შესაძლებელია აშშ დოლარში 1:1 თანაფარდობით. PYUSD საშუალებას აძლევს PayPal-ის მომხმარებლებს გადარიცხონ PYUSD PayPal-ით ყველაზე ხშირად გამოყენებად გადახდებში, გააკეთონ შესყიდვები PYUSD-თი და გადაცვალონ კრიპტოვალუტები PYUSD-ში და სხვა აქტივებში.
Paxos გამოაქვეყნებს ყოველთვიურ ანგარიშს PYUSD ნდობისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
PYUSD-ს ამ ფორმით დანერგვამ გამოიწვია მნიშვნელოვანი კრიტიკა Web3 გარემოდან. მისი ცენტრალიზებული ბუნების გამო, PYUSD ტოქენები შეიძლება გაიყინოს და ჩამოერთვას მომხმარებელს. ასევე დეველოპერების და ანალიტიკოსების ნაწილი აკრიტიკებს სტაბილკოინის ძველ კოდს, ისინი ამბობენ, რომ PYUSD -ს კონტრაქტი ძველი კოდით არის შექმნილი.
კრიტიკის მიუხედავად, მთლიანობაში PayPal -ის ეს ნაბიჯი დადებითად არის შეფასებული, როგორც დადებითი წინ გადადგმული ნაბიჯი კრიპტოვალუტის სამყაროში.
PYUSD-ის გაშვება შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ტრადიციულ ფინანსურ ლანდშაფტში და კრიპტოვალუტების ზრდაში. PayPal-ის გადახდის მასშტაბით საკმაოდ დიდია და ამიტომ PYUSD შეიძლება გახდეს დიდი დარტყმა სხვა სტაბილური ქოინებისთვის.
შემოგვიერთდით Trust Wallet-ის ქართულ Telegram-ზე