POL-ის დაბადება: ევოლუცია პოლიგონის ეკოსისტემაში

POL-ის დაბადება: ტოქენის ევოლუცია პოლიგონის ეკოსისტემაში

შესავალი

ბლოკჩეინის ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები სწრაფად ვრცელდება და რეზონანსული ტექნოლოგიაა ფინანსების სფეროში. თავდაპირველად, ბლოკჩეინმა, ბიტკოინის საშუალებით დანერგა დეცენტრალიზებული ფინანსური ქსელი. თუმცა, Ethereum-ის ჰაიპთან ერთად, აქცენტებმა გადაინაცვლა დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნაზე (dApps).

თუმცა, Ethereum-ის მასშტაბურობისა და გაზის პრობლემებმა აიძულა დეველოპერები შეექმნათ მეორე ფენის გადაწყვეტილება L2, როგორიცაა Polygon სადაც ცენტრალურ როლს თამაშობს მისი მშობლიური ტოქენი MATIC.

Polygon ყოველდღიურად ვითარდება და დანერგა ახალი ტოქენი POL, მოკლედ ის არის Polygon ის ეკოსისტემის მთავარი ტოქენი, რომელიც საბოლოოდ ჩაანაცვლებს MATIC-ს, რასაც მოყვება მნიშვნელოვანი ეტაპები, რომელიც მიზნად ისახავს ნულოვანი ცოდნაზე დაფუძნებული Layer 2 ბლოკჩეინის უფრო ფართო ეკოსისტემის შექმნას.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, გაცვალოთ და მართოთ MATIC თქვენს Trust Wallet-ში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუფერხებლად დაუკავშირდეთ პოლიგონის ეკოსისტემას.

რა არის Trust Wallet?

Trust Wallet, არის დეცენტრალიზებული საფულე, რომელსაც ენდობა 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში, ის უფრო მეტია, ვიდრე მარტივი გამოსაყენებელი კრიპტო საფულე - ეს არის თქვენი კარიბჭე Web3 სამყაროში. ფინანსური თავისუფლებისთვის, დაცული უსაფრთხოებით და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი დიზაინით ძირითად ღირებულებებზე დაფუძნებული, ჩვენ გვაქვს მისია შევქმნათ უწყვეტი Web3 ცენტრი და ღია ეკოსისტემა ყველასთვის. იყიდეთ კრიპტო, გაცვალეთ ტოკენები, გამოიყენეთ სტეიკინგი ჯილდოს მოსაპოვებლად და მრავალი სხვა. დამწყები ხართ თუ ექსპერტი, Trust Wallet გაძლევთ საშუალებას სრულად ფლობდეთ, აკონტროლოთ და გამოიყენოთ თქვენი ციფრული აქტივები.

ძირითადი ფუნქციებით, როგორიცაა Trust Wallet Security Scanner და 10+ მილიონი ციფრული აქტივის მხარდაჭერით 100+ ბლოკჩეინზე, შეგიძლიათ შეისწავლოთ და გამოსცადოთ Web3 შესაძლებლობები თუ შეთავაზებები თავდაჯერებულად. Trust Wallet ხელმისაწვდომია, როგორც მობილური აპლიკაცია Apple iOS-სა და Android-ზე ასევე Trust Wallet Chrome Extension-ის სახით დესკტოპისთვის.

რა არის MATIC?

MATIC არის პოლიგონის ქსელის ტოქენი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ტრანზაქციების შესრულებასა და ქსელის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. როგორც Layer 2 გადაწყვეტა, პოლიგონი იყენებს MATIC-ს ტრანზაქციების დასამუშავებლად Ethereum-ის მთავარი ჯაჭვის გარეთ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს და დროს. ეს გადამწყვეტია dApp დეველოპერებისთვის, რომლებსაც ფუნქციონირებისთვის ესაჭიროებათ უფრო ეფექტური და ეკონომიური პლატფორმა.

MATIC მუშაობს Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმზე, რომელიც ვალიდატორებს სთავაზობს ჯილდოს ქსელის მთლიანობის უზრუნველსაყოფად თავიანთი ტოკენების სტეიკინგის სახით, რაც უზრუნველყოფს სანდო და ეფექტურ სისტემას. ეს კონსენსუსის მექანიზმი არის გასაღები უსაფრთხო ქსელის შესანარჩუნებლად და უზრუნველყოფს ბლოკჩეინზე კონსენსუსის მიღწევის მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციების ვალიდურობას და თავიდან აიცილებს ორმაგ ხარჯვას.

რა არის POL?

POL-ის, Polygon Ecosystem Token-ის გაშვებით, პოლიგონი მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას უფრო ძლიერი და მრავალფუნქციური ეკოსისტემის შესაქმნელად. POL არ არის მხოლოდ ტოქენის ჩანაცვლება, არამედ სტრატეგიული ნაბიჯი, რათა მივაღწიოთ ნულოვანი ცოდნაზე დაფუძნებული ფენის ჯაჭვების ფართო ეკოსისტემას. POL-ის ახალი დიზაინი იძლევა მრავალ ჯაჭვზე სტეიკინგის საშუალებას, რითაც უზრუნველყოფს პლატფორმას ტოკენის მფლობელებისთვის, რომ ჩაერთონ სხვა როლით ამ ჯაჭვებში.

POL-ზე გადასვლა ასახავს პოლიგონის ხედვას მისი ეკოსისტემის განვითარებადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. POL-ის დანერგვა გზას გაუხსნის პოლიგონ 2.0-ის საგზაო რუქის სხვა ასპექტებს, მათ შორის ახალ staking ფენას, მიმდინარე PoS ქსელის განახლებას zkEVM layer-2-მდე და შექმნის საერთო ლიკვიდობის პროტოკოლს ყველა პოლიგონის ქსელისთვის.

MATIC-ისა და POL-ის შედარება

MATIC-დან POL-ზე გადასვლა არ არის მხოლოდ რებრენდინგი, არამედ ნაბიჯი უფრო ძლიერი და მრავალფუნქციური ეკოსისტემის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ MATIC იყო პოლიგონის ქსელში ტრანზაქციების ქვაკუთხედი, POL მიზნად ისახავს შექმნას L2 ფენის ჯაჭვების უფრო ფართო ქსელი, რომელიც აღჭურვილია ნულოვანი ცოდნის მტკიცებულებებით, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და მასშტაბურობის ახალ დონეს. POL-ის უპირატესობები

  1. ეკოსისტემის უსაფრთხოება: POL აუმჯობესებს უსაფრთხოებას, გამძლეობას და სამართლიანობას ყველა პოლიგონის ჯაჭვში.

  2. მასშტაბურობა: POL-ით, ეკოსისტემა მზად არის ექსპონენციალური ზრდისთვის, რაც საშუალებას აძლევს ვალიდაციის აუზს მოთავსდეს ათასობით პოლიგონის ჯაჭვი უსაფრთხოებაზე კომპრომისის გარეშე.

  3. ქომიუნითის საკუთრება და მმართველობა: POL არის საზოგადოებაზე ორიენტირებული ტოქენი, დეცენტრალიზებული მმართველობისთვის პოლიგონის ეკოსისტემაზე.

  4. მრავალმხრივი სარგებლობა და წახალისება: ვალიდატორების სტიმულირება ხდება სხვადასხვა ნაკადების მეშვეობით, რაც აძლიერებს მათ შესაბამისობას ეკოსისტემის წარმატებასთან და ხელს უწყობს აქტიურ მონაწილეობას.

  5. მომავლის ეკოსისტემა: POL-ის უწყვეტი ემისია დააფინანსებს საზოგადოების ხაზინას, რაც უზრუნველყოფს თვითმდგრადი ეკოსისტემას, რომელიც მზად არის მასობრივი მიღებისა და მუდმივი განვითარებისთვის.

ხშირად დასმული შეკითხვები

არის POL ახალი ტოქენი? რა ბედი ეწევა MATIC-ს?

პრაქტიკულად, POL არის MATIC-ის განახლებული ვერსია და სახელის გადარქმევა. პროტოკოლის თვალსაზრისით, MATIC და POL არ შეიძლება თანაარსებობდეს; POL ჩაანაცვლებს MATIC-ს. *ვალყური ადევნეთ პოლიგონის ოფიციალურ ვებსაიტს და ქომიუნითებს ძირითადი თარიღებისა და პროცესებისთვის.

როგორ იმოქმედებს MATIC-დან POL-ზე გადასვლა MATIC-ის არსებულ მფლობელებზე?

ოფიციალური Polygon-ის თანახმად, POL-ზე გადასვლა შეუფერხებელი იქნება MATIC-ის მფლობელებისთვის. მფლობელებმა უნდა გაგზავნონ თავიანთი MATIC ტოკენები სპეციალურ სმარტ კონტრაქტზე, რომელიც თავის მხრივ დააბრუნებს POL ტოკენების ექვივალენტურ რაოდენობას.

რა არის POL-ის ძირითადი სარგებელი MATIC-თან შედარებით?

POL წარმოგიდგენთ უამრავ სარგებელს, რომელიც მიზნად ისახავს პოლიგონის ეკოსისტემის უსაფრთხოების, მასშტაბურობისა და საზოგადოების მმართველობის გაძლიერებას. ის საშუალებას იძლევა ხელახლა სტეიკინგის, რომელიც საშუალებას აძლევს ტოკენის მფლობელებს განათავსონ ფსონი მრავალ ჯაჭვზე და უზრუნველყოფს პლატფორმას საზოგადოების მიერ მართული მმართველობისთვის. გარდა ამისა, POL მიზნად ისახავს ეკოსისტემის ექსპონენციალური ზრდის მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ადაპტირებას განვითარებად ბლოკჩეინის ლანდშაფტთან.

შენიშვნა: ნებისმიერი ციტირებული რიცხვი, ფიგურა ან ილუსტრაცია მოხსენებულია დაწერის დროს და ექვემდებარება ცვლილებას.