ბიტკოინის განახლებები, SegWit vs Taproot: ყოვლისმომცველი გზამკვლევი დამწყებთათვის

ამ სტატიაში გაიგებთ ბიტკოინის ქსელის SegWit და Taproot განახლების შესახებ. გაიგებთ თუ რაგავლენა აქვს მათ ბიტქოინის ტრანზაქციის სიჩქარეზე, ღირებულებაზე და ბიტკოინის მასშტაბურობაზე.

SegWit და Taproot ორივე არის განახლება, რომელიც ბიტკოინის ქსელმა მიიღო მისი მასშტაბურობის გამოწვევების მოსაგვარებლად. SegWit განახლება, არის იგივე ბიტკოინის მისამართების ცვლილება, რომელიც შექმნილია ბიტკოინის ბლოკის ზომის შეზღუდვით გამოწვეული ქსელის გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად.

SegWit-ის განახლებიდან ოთხი წლის შემდეგ, ბიტკოინის ქსელმა მიიღო კიდევ ერთი განახლება, რომელიც ცნობილია როგორც Taproot. Taproot არის განახლება, რომელიც შექმნილია BTC ტრანზაქციების დამუშავების გასამარტივებლად, რათა ისინი უფრო ეფექტური გახდეს სიჩქარის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გაცვალოთ, მართოთ, მიიღოთ და გაგზავნოთ ბიტკოინი (BTC) Trust Wallet-ის გამოყენებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაყიდოთ ან შეიძინოთ ბიტკოინი Trust Wallet-ის გამოყენებით რამდენიმე მარტივი ნაბიჯით. აქ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეიძინოთ BTC Trust Wallet-ის გამოყენებით.

  1. აირჩიეთ ღილაკი „BUY“ საფულის საწყისი ეკრანიდან.

  2. აირჩიეთ Bitcoin (BTC) და შეიყვანეთ რაოდენობა, რამდენის შეძენაც გსურთ.

  3. აირჩიეთ მესამე მხარის პროვაიდერი და გადახდის მეთოდი, რომლის გამოყენებაც გსურთ.

  4. აირჩიეთ „By BTC“ და შემდეგ მიჰყევით ინსტრუქციას შესყიდვის დასასრულებლად.

IMG_6079

რა არის ბიტკოინი და რატომ სჭირდება მას განახლება?

ბიტკოინი (BTC) არის დეცენტრალიზებული ფულადი ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას, ვისაც აქვს ინტერნეტი, უსაფრთხოდ შეინახოს, გაგზავნოს და მიიღოს ფული ციფრულად, გადახდის შუამავლის და ბანკის საჭიროების გარეშე.

ბიტკოინი ნაცვლად ცენტრალიზებული ფინანსური სისტემისა, იყენებს განაწილებულ, Peer-to-peer (P2P) ქსელს ტრანზაქციების დასამუშავებლად.

ნებისმიერს შეუძლია შეუერთდეს ბიტკოინის ქსელს, როგორც აქტიური მონაწილე კვანძის გაშვებით, ბიტკოინის მაინინგით ან კრიპტოვალუტის ტრანზაქციით. არ არის საჭირო ანგარიშის რეგისტრაცია ან ID დოკუმენტაცია მისი დეცენტრალიზებული ბუნების გამო.

ბიტკოინი დაფუძნებულია ტექნოლოგია ბლოკჩეინზე, მან ასევე გაუხსნა გზა ათასობით სხვა ციფრული აქტივის შექმნას, რამაც დასაბამი მისცა Web3 სამყაროს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი რჩება უდიდეს კრიპტოვალუტად საბაზრო კაპიტალიზაციით, ის უამრავი ტექნიკური გამოწვევების წინაშე დადგა.

მასშტაბურობა, ეს იყო ბიტკოინის ყველაზე დიდი გამოწვევა ბიტკოინის ბლოკჩეინის ბლოკის სივრცის გამო, რომელიც იძლევა საშუალებას წამში 7 ტრანზაქციის გატარების. ამან გაართულა ბიტკოინის ქსელის ზრდასთან ერთად ტრანზაქციებისა და გადახდების დამუშავება.

ქსელის ზრდასთან ერთად, BTC-ს ჯაჭვზე ტრანზაქციები გახდა ძვირი, არაეფექტური და ნელი. ეს არაეფექტურობის პრობლემები გამოწვეული იყო ბიტკოინის ქსელის დიზაინით, რომელიც არ იყო შექმნილი ტრანზაქციების დიდი მოცულობის შესასრულებლად.

თუმცა, იმისთვის, რომ ბიტკოინი დარჩეს კონკურენტუნარიანი ბლოკჩეინის სივრცეში და როგორც ციფრული გადახდის ქსელი, საჭირო იყო გადაწყვეტილებების შემუშავება, რომელიც გაზრდიდა ქსელის გამტარუნარიანობას.

ბიტკოინის საფულის მისამართის განახლებები.

ბიტკოინის საფულის მისამართის განახლებამ, როგორიცაა SegWit და Taproot, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მასშტაბურობის პრობლემების მოგვარებაში და დაეხმარა ციფრულ ვალუტას მასობრივი ადაპტაციაში.

ტრანზაქციის ტიპები

ბიტკოინის პირველ დღეებში ადამიანებს შეეძლოთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მისამართზე წვდომა, რომელიც ახლა ცნობილია როგორც Legacy მისამართები. 2016-დან 2017 წლამდე, ბიტკოინის ბლოკის ზომის ირგვლივ ცხარე დებატები იყო, რადგან ბიტკოინის ფასი და ქსელის გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმ დროისთვის ბიტკოინის ქსელს შეეძლო მხოლოდ 1 მბ ბლოკის მხარდაჭერა.

ბლოკის ეს ზომა ზღუდავდა BTC ტრანზაქციების გატარების რაოდენობას, ამ უკანასკნელმა კი გამოიწვია ქსელის გადატვირთულობა, რის შედეგადაც ტრანზაქციის დადასტურების დრო შენელდა და საკომისიო გაიზარდა.

ამის გადასაჭრელად, დეველოპერებმა წარადგინეს წინადადება Segregated Witness (SegWit), რომელიც 2017 წელს დაიწყო გაეშვა ფორკის საშუალებით. SegWit-მა შეამცირა თითოეული BTC ტრანზაქციის მონაცემების ზომა. მან მიაღწია ამას ტრანზაქციის ხელმოწერის მონაცემების ნაწილის ფაქტობრივი ტრანზაქციის მონაცემებისგან გამოყოფით. ამან ტრანზაქციები უფრო მსუბუქი ზომის გახადა, რაც საშუალებას აძლევდა ქსელს მეტი ტრანზაქციის ბლოკში განთავსების. SegWit საფულის მისამართები იწყება “3”-ით.

SegWit-მა ბიტკოინის ქსელში ტრანზაქციები უფრო სწრაფი და მასშტაბური გახადა, რითაც შეამცირა ტრანზაქციის საკომისიო. ამ განახლებამ ასევე შექმნა გზა Layer 2 სკალირების გადაწყვეტილებებისთვის და შეიქმნა Lightning Network-იც.

SegWit მოგვიანებით გაივლის განახლებას, რომელიც ცნობილია როგორც Native SegWit. Legacy მისამართებისა და მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, Native SegWit ორიენტირებული იყო ბლოკის ზომის ეფექტურობაზე და მან შეძლო შეემცირებინა ბიტკოინის ბლოკის ზომა/წონა.

Native SegWit-ზე გადასვლის შედეგად გაიზარდა ტრანზაქციის სიჩქარე, რამაც გააუმჯობესა ქსელის მასშტაბურობა და კიდევ უფრო შეამცირა ტრანზაქციის საკომისიო. Legacy მისამართებისგან განსხვავებით, მან BTC მისამართები პატარა რეგისტრებად აქცია შედეგად კი გამარტივდა შეცდომების აღმოჩენაც. Native SegWit საფულის მისამართები იწყება „bc1“-თი.

ბიტკოინის პროტოკოლის განახლება აქ არ შეწყვეტილა და 2021 წელს ბიტკოინის ქსელმა განიცადა კიდევ ერთი განახლება, რის შედეგადაც შეიქმნა Taproot საფულის მისამართები.

Taproot შეიქმნა იმისათვის, რომ ქსელს დაეხმაროს ტრანზაქციების გადამოწმების პროცესის გამარტივებას.

Native SegWit-ისგან განსხვავებით, Taproot ქსელში დანერგვა ხელმოწერის საშუალებას იძლევა. აქ, მრავალი ხელმოწერა შეიძლება შეგროვდეს და დადასტურდეს ერთდროულად. მან ასევე გააძლიერა კონფიდენციალურობა.

ბიტკოინის ქსელის ტრანზაქციის ტიპები გადამწყვეტ როლს თამაშობს ბიტკოინის ეკოსისტემაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს ტრანზაქციების შექმნა, გადაცემა, დადასტურება და დამატება ბიტკოინის ბლოკჩეინში. უფრო მეტიც, სხვადასხვა ტიპის ტრანზაქცია ხელს უწყობს ქსელის ეფექტურობის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას.

Native SegWit vs Taproot: ძირითადი განსხვავებები

Native SegWit და Taproot განახლებებს აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება.

ეფექტურობა

Native SegWit ამცირებს ტრანზაქციის ზომას, მაგრამ არ უჭერს მხარს ხელმოწერას, ხოლო Taproot საშუალებას იძლევა უფრო ეფექტური ტრანზაქციების, რადგან ის ამცირებს ბლოკის ზომას მრავალი ხელმოწერის ერთად შეკრებით.

ღირებულება

მშობლიური SegWit ტრანზაქციები უფრო იაფია, რადგან ისინი შეიცავს ნაკლებ მონაცემებს, ხოლო Taproot ტრანზაქციები უფრო ძვირია მისი მონაცემთა ზომის გამო.

კონფიდენციალურობა

SegWit-ს არ აქვს კონფიდენციალურობის დამატებითი ფუნქციები, ხოლო Taproot აუმჯობესებს მომხმარებლის კონფიდენციალურობას მრავალ და ერთხელმოწერიანი ტრანზაქციების გარჩევით.

ჭკვიანი კონტრაქტის ფუნქციონირება

მშობლიურ SegWit-ს არ გააჩნია ჭკვიანი კონტრაქტის მხარდაჭერა, ხოლო Taproot-ს აქვს რთული ჭკვიანი კონტრაქტების მხარდაჭერა, რომლებიც ნაკლებ რესურსს მოითხოვს.

დასკვნა

ბიტქოინის პროტოკოლის განახლებები, როგორიცაა Native SegWit და Taproot, შექმნილია ბიტკოინის ქსელის ეფექტურობის, მასშტაბურობისა და კონფიდენციალურობის გასაძლიერებლად, რაც გზას გაუხსნის ჯაჭვზე უფრო მეტი ტრანზაქციის გამტარუნარიანობას.

Native SegWit და Taproot ტრანზაქციის სიჩქარის გაუმჯობესებით და ტრანზაქციის ხარჯების შემცირებით ეხმარება ბიტკოინს მასობრივი მიღების გზაზე.

და გახსოვდეთ, შეგიძლიათ შეიძინოთ, გაყიდოთ, გაცვალოთ და მართოთ ბიტკოინი Trust Wallet-ის გამოყენებით.

ხშირად დასმული შეკითხვები

არის თუ არა ტრანზაქციები მისამართების სხვადასხვა ტიპებს შორის, როგორიცაა Legacy, SegWit, Native SegWit და Taproot თავსებადი ბიტკოინის ქსელში?

დიახ, ტრანზაქციები მისამართების სხვადასხვა ტიპებს შორის თავსებადია ბიტკოინის ქსელში. თუმცა, სარგებელი, როგორიცაა შემცირებული ტრანზაქციის ზომა და ღირებულება, ოპტიმიზირებულია, როდესაც გაგზავნის და მიღების მისამართები უფრო ახალი ტიპისაა, როგორიცაა Native SegWit ან Taproot.

რა არის Native SegWit და Taproot და რატომ შემოიღეს ისინი Bitcoin ქსელში?

მშობლიური SegWit და Taproot არის პროტოკოლის განახლებები, რომლებიც შემოღებულ იქნა ბიტკოინის მასშტაბურობის საკითხების მოსაგვარებლად. Native SegWit, SegWit-ის ევოლუცია, ეხმარება ქსელის გადატვირთულობის შემცირებას ახალი ტიპის მისამართების შექმნით, ხოლო Taproot აუმჯობესებს ტრანზაქციის გადამოწმებას, რაც ტრანზაქციებს უფრო სწრაფ და ეკონომიურს ხდის.

რითი განსხვავდებიან Native SegWit და Taproot ბიტკოინის მასშტაბურობის გამოწვევების მოგვარებაში?

SegWit ამცირებს ტრანზაქციის ზომას ხელმოწერის აგრეგაციის მხარდაჭერის გარეშე, რითაც ამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს. მეორეს მხრივ, Taproot იძლევა ხელმოწერის აგრეგაციის საშუალებას, რომელიც აერთიანებს მრავალ ხელმოწერას ერთად უფრო ეფექტური ტრანზაქციისთვის, თუმცა მონაცემთა პოტენციურად უფრო მაღალი ზომით.

რა გავლენას ახდენს Native SegWit და Taproot ბიტკოინის კონფიდენციალურობაზე და ჭკვიანი კონტრაქტის ფუნქციონირებაზე?

SegWit არ გთავაზობთ დამატებით კონფიდენციალურობის ფუნქციებს ან ჭკვიანი კონტრაქტის შესაძლებლობებს. ხოლო, Taproot აძლიერებს კონფიდენციალურობას ერთი და მრავალხელმოწერიანი ტრანზაქციების გარჩევის გზით და მხარს უჭერს რთულ ჭკვიან კონტრაქტებს, რომლებიც ნაკლებ რესურსს მოითხოვს.

როგორ შეუწყო ხელი ბიტკოინის გზას მასობრივი მიღებისკენ განახლებებმა, როგორიცაა Native SegWit და Taproot?

ტრანზაქციის სიჩქარის გაუმჯობესებით, ხარჯების შემცირებით და კონფიდენციალურობის გაზრდით, განახლებები, როგორიცაა Native SegWit და Taproot, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ბიტკოინის ჯაჭვური ტრანზაქციის გამტარუნარიანობის გაზრდისკენ, რითაც ეხმარება ბიტკოინს მასობრივი მიღებისა და უფრო ფართო გამოყენებადობისკენ.

შემოგვიერდით Trust Wallet-ის Telegram-ზე

შენიშვნა: ნებისმიერი ციტირებული რიცხვი, ფიგურა ან ილუსტრაცია მოხსენებულია დაწერის დროს და ექვემდებარება ცვლილებას.

3 Likes