რა არის Self - custody და რატომ არის ის აუცილებელი კრიპტო ინვესტორებისთვის?

არ ფლობ გასაღებს, არ ფლობ ქოინებს!

როდესაც საქმე ეხება კრიპტოვალუტაში ინვესტირებას მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ უნდა შეინახოთ თქვენი ქოინები და ტოკენები. თქვენი კრიპტოაქტივების შესანახად, თქვენ გაქვთ არჩევანი კონტროლირებად საფულესა და არაკონტროლირებად საფულეს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ მიანდოთ თქვენი კრიპტოვალუტები მესამე მხარეს, ან შეგიძლიათ თავად ფლობდეთ და განკარგავდეთ თქვენს ციფრულ აქტივებს ყოველგვარი მესამე პირების ჩარევის გარეშე.

რა ნიშნავს Self custody - თვითკონტროლი/თვითმზრუნველი?

კრიპტოგრაფიაში, თვითმზრუნველი გულისხმობს, რომ თქვენს კრიპტო აქტივებს თქვენი პირადი გასაღებით ფლობით მხოლოდ თქვენ და არა მესამე მხარე. კრიპტო ინვესტორები, რომლებიც დამოუკიდებლად ინახავენ თავიანთ ქოინებსა და ტოკენებს პირადი გასაღებებით, აქვთ სრული კონტროლი თავიანთ აქტივებზე.

როდესაც საკუთარ ციფრულ აქტივებს ინახავთ პირადი გასაღებით, მაშინ უფრო მეტად პასუხისმგებელი ხართ თქვენი კრიპტო საფულის უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გადადგათ დამატებითი ნაბიჯები თქვენი პირადი გასაღებების დასაცავად და არავის არ უნდა გაუზიაროთ ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მოითხოვდეს უფრო მეტ ძალისხმევას თქვენი მხრიდან იმის ცოდნა, რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ წვდომა თქვენს სახსრებზე ეს ამად ღირს.

გაძლიერებული უსაფრთხოების გარდა პირადი გასაღები საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ სრული კონტროლი თქვენს კრიპტო აქტივებზე. როდესაც თქვენს ციფრულ აქტივებს ანდობთ ცენტრალიზებულ ბირჟას ან საფულეს, თქვენ არსებითად სხვას გადასცემთ თქვენს აქტივებზე სრულ კონტროლს.

თუ მარკეტი ან საფულის პროვაიდერი დაჰაკეს ან ბაზრიდან გავიდნენ, მაშინ თქვენ ფულის დასაბრუნებლად ცოტა რამის გაკეთება შეგიძლიათ. თუმცა, თუ თქვენ თავად ინახავთ თქვენს კრიპტოვალუტას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ვერავინ შეძლებს თქვენი აქტივების განკარგვას თქვენი ნებართვის გარეშე.

რატომ არის ახლა უფრო მნიშვნელოვანი თვითმართვადი ვიდრე ოდესმე

ცენტრალიზებული ბირჟები გახდა პოპულარული კრიპტოვალუტების ყიდვისა და ვაჭრობისთვის. მაგრამ როგორც იცით, ცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმები ხშირად ხდება კიბერთავდასხმების მსხვერპლი, ან სულაც ისინი მიდიან გაკოტრების პირას რაც იწვევს მომხმარებლის აქტივების დაკარგვას.

FTX-ს გაკოტრების სკანდალი კრიპტოვალუტის ინდუსტრიისთვის გამოღვიძების ზარი იყო. ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ ყველაზე დიდი და ყველაზე ცნობილი ბირჟებიც კი არ არიან იმუნური.

კრიპტოვალუტების შენახვით პერსონალურ თვითკონტროლირებად საფულეებში, როგორიცაა TrustWallet, ინვესტორებს შეუძლიათ აარიდონ აქტივები თაღლითებს და სკამერებს.

უფრო მეტიც, ინვესტორებს აქვთ სრული კონტროლი საკუთარ ციფრულ აქტივებზე და შეუძლიათ განკარგონ ისინი ნებისმიერ დროის მონაკვეთში, როდესაც ის დასჭირდებათ.

გამოიყენეთ თვითკონტროლირებად საფულე

თვითკონტროლირებადი საფულე, როგორიცაა TrustWallet, არის საფულე, რომელის პირად გასაღებებზე წვდომა გაქვთ მხოლოდ თქვენ და მხოლოდ თქვენ ფლობთ ამ გასაღებს, ხოლო მესამე მხარის მიერ კონტროლირებად საფულეზე (custodial) მესამე მხარეს თქვენს გასაღებებზე აქვს წვდომა, როგორიც ეს ხდება ცენტრალიზებული (Cex) ბირჟის შემთზვევაში. არსებობს ორი ძირითადი ტიპის თვითკონტროლირებადი საფულე: ცხელი და ცივი საფულე.

ცხელი საფულეები

ცხელი საფულეები (იგივე საინსტალაციო აპლიკაციები) არის კრიპტოვალუტის საფულეები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტთან. ცხელი საფულეების უმეტესობა არის აპლიკაციები, რომლებსაც ჩამოტვირთავთ და დააინსტალირებთ თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე.

ალბათ ყველაზე პოპულარული თვითკონტროლირებადი ცხელი საფულეა TrustWallet, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, ასევე კომპიუტერზე.

ჩამოტვირთეთ Trustwallet-ის მობილური აპლიკაცია ლინკიდან!

ჩამოტვირთეთ Trustwallet-ის დესკტოპ ვერსია ლინკიდან!

ამ ტიპის საფულეები მოსახერხებელია იმით, რომ ისინი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენს აქტივებზე წვდომა ნებისმიერი ადგილიდან. გარდა ამისა, ცხელ საფულეებს, როგორც წესი აქვთ უფრო მეტი ფუნქცია, ვიდრე ცივ საფულეებს, როგორიცაა მრავალი კრიპტო აქტივის შენახვის შესაძლებლობა, დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე წვდომა და დეცენტრალიზებული ვაჭრობა პირდაპირ საფულის ინტერფეისში. თუმცა, ცხელი საფულეები განიხილება ნაკლებად უსაფრთხოდ, ვიდრე ცივი საფულეები, რადგან ისინი დაკავშირებულია ინტერნეტთან.

ცივი საფულეები

ცივი საფულეები არის ოფლაინ კრიპტო საფულეები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან, ამიტომ ისინი ზოგადად უფრო უსაფრთხოდ ითვლება.

თუმცა, ცივი საფულეები ნაკლებად მოსახერხებელია, რადგან თქვენ არ შეგიძლიათ თქვენს სახსრებზე წვდომა ასე მარტივად როგორც ცხელ საფულეზე. უფრო მეტიც, ისინი არ გვთავაზობენ მარტივ წვდომას dApps-ზე და ზოგადად არ გაძლევთ საშუალებას შეინახოთ აქტივების ფართო სპექტრი, როგორიცაა NFT.

ცივი საფულის ყველაზე პოპულარული ვარიანტია ჩვეულებრივი USB მოდემის მსგავსი მოწყობილობა. ეს მოწყობილობა ინახავს თქვენს პირად გასაღებებს და მხოლოდ ხელმოწერილი ტრანზაქციების გაგზავნის საშუალებას გაძლევთ.

ცივი საფულის კიდევ ერთი სახეობაა ქაღალდის საფულე, რომელიც უბრალოდ არის ქაღალდის ნაჭერი, რომელზეც დაბეჭდილია საჯარო და პირადი გასაღებები. ქაღალდის საფულეები ძალიან მოუხერხებელია გამოსაყენებლად და მიდრეკილია ფიზიკური დაზიანებისკენ.

საფულის უსაფრთხოებისთვის

როდესაც თქვენ ფლობთ კრიპტოვალუტას თვითკონტროლირებად საფულეში, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი პირადი გასაღებების უსაფრთხოებაზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ზომები, რათა უზრუნველყოთ თქვენი გასაღებების უსაფრთხოდ შენახვა. ამისათვის, თქვენ უნდა შექმნათ საფულის სარეზერვო ასლი, ანუ უნდა შეინახოთ საფულის პირადი გასაღები რამდენიმე ადგილას უსაფრთხოდ, სასურველია ამოიწეროთ ქაღალდზე და არ შეინახოთ ონლაინ პლატფორმებზე.

თქვენი საფულის სარეზერვო ასლის შექმნა მარტივი პროცესია, რომელიც შეიძლება დასრულდეს რამდენიმე წუთში. ეს ჩვეულებრივ მოიცავს 12 ან 24 სიტყვის აღდგენის ფრაზის ამოწერას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საფულეზე წვდომის აღსადგენად, თუ თქვენი ტელეფონი, კომპიუტერი ან აპარატურა დაზიანდება.

მნიშვნელოვანია შეინახოთ თქვენი საფულის აღდგენის ფრაზა უსაფრთხო ადგილას და არა თქვენს კომპიუტერში ან ქლაუდ მეხსიერებაში. ასევე სასურველია სარეზერვო ასლის შენახვა მრავალ ადგილას, რათა დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გქონდეთ ალტერნატივა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი საფულის აღსადგენად.

როგორ შეინახოთ დამოუკიდებლად კრიპტოვალუტა Trust Wallet-ით

TrustWallet არის წამყვანი არაკონტროლირებადი კრიპტო საფულე, რომელიც საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ შეინახოთ 8 მილიონზე მეტი ციფრული ვალუტა და ტოკენი თქვენს სმარტფონსა და დესკტოპ ბრაუზერში. ის ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებისთვის.

  • კრიპტოვალუტების Trust Wallet-ში შესანახად, ჯერ უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია.

  • Trust Wallet აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ გახსენით იგი და აირჩიეთ „ახალი საფულის შექმნა“.

  • ამის შემდეგ გამოჩნდება თქვენი საფულის აღდგენის ფრაზა, რომელიც უნდა ჩაწეროთ და უსაფრთხოდ შეინახოთ უსაფრთხო ადგილას.

  • ბოლო ნაბიჯი არის აირჩიოთ ქოინი ან ტოქენი, რომლის შენახვა გსურთ Trustwallet-ზე და გამოგზავნოთ თქვენი კრიპტოვალუტა ბირჟიდან ან სხვა საფულედან თქვენს ახალ Trust Wallet მისამართზე.

  • ახლა თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ, მიიღოთ და გააგზავნოთ თქვენი კრიპტოვალუტა ყოველგვარი მესამე მხარის გარეშე.

  • Trustwallet-ის ქართული ტელეგრამ ჯგუფი :georgia:

2 Likes