Stride, Neutron და კრიპტოდან ფიატში გაცვლის მხარდაჭერა

Stride-ის სტეიკინგი, Neutron ბლოკჩეინის მხარდაჭერა და კრიპტოს გაცვლა ბრაუზერის გაფართოების გამოყენებით

:cut_of_meat: Stride-ის სტეიკინგი
:atom_symbol: Neutron ბლოკჩეინის ინტეგრაცია
:ok_hand: კრიპტოს გაყიდვა ბრაუზერის გაფართოებიდან
:arrow_right: Slippage კონტროლი
:frog: ICYMI - ახალი ტრენდული მემე ქოინების განყოფილება
:gear: ბაგების შესწორება

Android

Stride-ის სტეიკინგი უკვე ხელმისაწვდომია!

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დავამატეთ Stride-ის სტეიკინგი. Stride ბლოკჩეინის მშობლიური ქოინი STRD. როგორ უნდა დაასტეიკოთ STRD TrustWallet-ის გამოყენებით:

  • მოძებნეთ “Stride” ან “STRD”.
  • აირჩიეთ „Stake“.

შენიშვნა: თუ გსურთ გააკეთოთ STRD -ს დეპოზიტი Trust Wallet-ში, აირჩიეთ ღილაკი „received“, დააკოპირეთ თქვენი დეპოზიტის მისამართი და გამოიყენეთ ეს მისამართი STRD ქოინის თქვენს საფულეში გასაგზავნად.

Neutron ბლოკჩეინის მხარდაჭერა

ჩვენ ასევე მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ დავამატეთ Neutron 2 ბლოკჩეინის მხარდაჭერა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ Neutron ჩეინის ძირითადი აქტივის NTRN ქოინის დეპოზიტი Trustwallet-ზე:

  • დააკლიკეთ “Received”.
  • მოძებნეთ NTRN და აირჩიეთ.
  • დააკოპირეთ დეპოზიტის მისამართი

swap slippage-ის კონფიგურაცია

თქვენ უკვე შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ swap slippage პარამეტრები მობილურ აპლიკაციაზე:

  • დაიწყეთ გაცვლა (აირჩიეთ „swap“ მთავარი ეკრანიდან ან აქტივის გვერდიდან).
  • დააკლიკეთ „Max Slippage“ პარამეტრს,
  • შეიყვანეთ სასურველი მაქსიმალური Slippage და დააკლიკეთ “save”.

iOS

დაემატა ახალი ტრენდული მემე ქოინების განყოფილება

ICYMI – ჩვენ დავამატეთ ახალი სექცია Discover განყოფილებაში, რომელიც დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ ტრენდულ მემე ქოინებს. აი, როგორ უნდა გადახვიდეთ ამ ახალ განყოფილებაში:

  • საფულის მთავარი ეკრანიდან აირჩიეთ “Discover”
  • გადადით განყოფილებაში „Meme coins“
  • აირჩიეთ Select all ვარიანტი, რომ ნახოთ ყველა ტრენდული მემე ქოინი

შენიშვნა: meme coin განყოფილება ასევე ხელმისაწვდომია Android-ზე

ბრაუზერის გაფართოება

კრიპტოდან ფიატზე გადაცვლის მხარდაჭერა TrustWallet ბრაუზერის გაფართოებაში

ჩვენ უკვე დავაანონსეთ თქვენი კრიპტოს ფიატში გაყიდვის შესაძლებლობა მობილური აპლიკაციაში და ეხლა უკვე ხელმისაწვდომია ეს ფუნქცია ბრაუზერის გაფართოებაშიც. აი, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ფუნქცია:

  • გახსენით გაფართოება და დააწკაპუნეთ “Buy” (ეს გადაგიყვანთ ყიდვა/გაყიდვის ვარიანტებზე)
  • აირჩიეთ Sell ჩანართი, რომელიც მდებარეობს Buy ჩანართის გვერდით.
  • აირჩიეთ აქტივი, რომლის გაყიდვაც გსურთ, თანხა და თქვენთვის სასურველი მესამე მხარის პროვაიდერი და შემდეგ მიჰყევით ნაბიჯებს თქვენი კრიპტოს ფიატში გადასაცვლელად.

დააკოპირეთ მისამართები უფრო მარტივად და სწრაფად

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს, უფრო უნაკლო გავხადოთ თქვენი ფავორიტი საფულე. ჩვენ დავამატეთ მოსახერხებელი ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად დააკოპიროთ თქვენი საჯარო გასაღები - საფულის მისამართი ქოინზე ან ტოქენზე ნავიგაციის გარეშე.

შედით ამ ფუნქციაზე და ღილაკზე დაწკაპუნებით მყისიერად დააკოპირეთ თქვენთვის სასურველი საფულის მისამართი.

1 Like