ბოლო პერიოდში თაღლითობა კრიპტოში უფრო დაიხვეწა - აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება!
TrustWallet -ში ვიყენებთ პროაქტიულ მიდგომას მეტად უსაფრთხო გარემოსთვის, მაგრამ უსაფრთხოება ხშირად სცილდება TrustWallet-ის აპს და საფრთხეები მრავალი ფორმით/გზით მოდის.
უსაფრთხოების ამ სტატიაში ჩვენ გავიგებთ რა არის ფიშინგ შეტევები, როგორ იყენებენ თაღლითები მას ინფორმაციისა და კრიპტოვალუტების მოსაპარად და როგორ უნდა დაიცვათ თავი მათგან.
ჩვენი კომუნითის განათლება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ონლაინ თაღლითებისგან და ჰაკერებისგან თავდასაცავად . ამიტომ, ჩვენ მუდმივად მოგაწოდებთ ისეთ კონტენტს, როგორიცაა უსაფრთხოების ეს სტატია, რათა დაგეხმაროთ იმაში, რომ თავდამსხმელებზე ერთი ნაბიჯით წინ იყოთ.
გარდა ამისა თქვენ მიიღებთ უსაფრთხოების გაფრთხილებებს Trust Wallet-შიც, როგორიცაა სარისკო ტრანზაქციის გაფრთხილება ნახეთ სქრინი ქვემოთ.
უსაფრთხოების ეს გაფრთხილებები შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენი ციფრული აქტივების უსაფრთხოდ შენარჩუნებაში, ამიტომ გთხოვთ, დააინსტალიროთ TrustWallet-ის უახლესი ვერსია, რათა უზრუნველყოთ მათი მიღება. ჩამოტვირთეთ Trust Wallet-ის უახლესი ვერსია აქ 29.
რა არის ფიშინგ თავდასხმა?
ფიშინგ შეტევა არის, როდესაც ონლაინ თაღლითები ცდილობენ ფეიკ და ყალბი ორგანიზაციის ან სანდო პირის ექქაუნთით მოიპარონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, ისინი თავს წარგიდგენენ, როგორც სანდო პირად ან ორგანიზაციად. თავდამსხმელები იყენებენ ყალბ ტექსტს, ვებსაიტებს, გაყალბებულ პოსტებს სოციალური მედიიდან და სხვა, რათა დაგარწმუნონ მათი გეგმის სანდოობაში, რათქმაუნდა მათი საბოლოო მიზანია მოიპოვონ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე და კრიპტოვალუტაზე.
ფიშინგის შეტევები მრავალი ფორმით შეიძლება იყოს, მათ შორის:
- თაღლითური Giveaway
- თაღლითური წერილებით
- ფეიკ საიტებით
- watch only Wallet-ით
- ფეიკ აპლიკაციებით
- ფეიკ SMS შეტყობინებებით
- ფეიკ სოციალური მედიის პოსტებით
- ფეიკ ჩატებით/ჯგუფებით/ჩენელებით
მოდით გადავხედოთ ფიშინგის შეტევების მაგალითებს. როგორ ამოვიცნოთ ისინი და როგორ დავიცვათ აქტივები.
ეარდროპ თაღლითობა
ეარდროპ თაღლითობა არის ერთერთი პოპულარული თაღლითობის ტექნიკა, რომელსაც იყენებენ ისინი, რათა მოატყუონ ადამიანები. ეარდროპი არის მოვლენა, როდესაც პროექტი ურიგებს უფასო ტოკენებს ან ქოინებს კრიპტო კომუნითს, მათი პროექტის პოპულარიზაციისთვის ან მომხმარებელთა ბაზის გაზრდის მიზნით. თაღლითები იყენებენ ამ კონცეფციას, ისინი ქმნიან ყალბ ეირდროპებს და ამ ფორმით ცდილობენ მოიპარონ პერსონალური ინფორმაცია ან კრიპტოვალუტა.
ქვემოთ მოყვანილი სურათი გვიჩვენებს იმ პირის მაგალითს, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო airdrop თაღლითობის მსხვერპლი. დაიმახსოვრეთ, რომ არასოდეს გაუზიაროთ ვინმეს თქვენი საფულის სიტყვები (seed phrase) რაიმე მიზეზით - თუნდაც ის დაგპირდეთ დიდ ეარდროპს, რადგან თქვენ შეიძლება გახდეთ ჩვეულებრივი თაღლითობის მსხვერპლი.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:
-
სიფრთხილით მოვეკიდოთ ეარდროპებს, რომელიც ითხოვს თქვენგან სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი პირადი გასაღებები, ფრაზები, ან თქვენს საფულეზე წვდომის უფლება.
-
არარეალური ჯილდოები ან დაპირებები მაღალი ანაზღაურებით მოკლე დროში.
-
შეამოწმეთ პროექტის ოფიციალური წყაროები. შეამოწმეთ ეარდროპის ლეგიტიმურობა მათი ვებსაიტის და სოციალური მედიის არხების საშუალებით.
-
არასასურველი შეტყობინებები. თაღლითები ხშირად იყენებენ ყალბი სოციალური მედიის ანგარიშებს ან ელ.წერილს, რათა მომხმარებლები თავიანთ ხაფანგში შეიყვანონ.
როგორ შევინარჩუნოთ უსაფრთხოება:
-
არასოდეს გააზიაროთ თქვენი პირადი გასაღებები, 12-სიტყვიანი ფრაზები და არ მისცეთ წვდომა თქვენს საფულეზე ვინმეს ან რომელიმე ვებსაიტს. გახსოვდეთ, Trust Wallet არასოდეს ითხოვს თქვენგან ამ ინფორმაციას.
-
გადახედეთ პროექტს რაიმე საჩუქრის მიღებამდე. შეამოწმეთ მისი ლეგიტიმურობა ოფიციალური ვებსაიტის, სოციალური მედიის არხებისა და ფორუმების საშუალებით.
-
ფრთხილად იყავით ეარდროპის მიმართ, რომელიც მოგთხოვთ ტოქენების გაგზავნას ან თანხის ჩარიცხვას ჯილდოს მისაღებად. რეალური ეარდროპები არ მოგთხოვთ თანხის გაგზავნას მონაწილეობის მისაღებად.
-
თუ არ ხართ დარწმუნებული ეარდროპის ლეგიტიმურობაში, დაუკავშირდით TrustWallet-ის მხარდაჭერის სამსახურს ან მოიძიეთ ინფორმაცია კრიპტო კომუნითებში.
სიფრთხილით და ცოდნით, შეძლებთ დაიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია და კრიპტო აქტივები. იყავით ინფორმირებული როცა საქმე თქვენს ციფრულ აქტივებს ეხება.
თაღლითური მეილები
ელფოსტით ფიშინგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა, რომლის საშუალებითაც თაღლითები ცდილობენ მოიპარონ თქვენი ინფორმაცია და კრიპტოვალუტები. თაღლითური მეილის ამოცნობა ბევრად რთულია, რადგან ისინი იყენებენ მეილებს, რომლებიც ძალიან მიმსგავსებულია ნამდვილ მხარდაჭერის მეილთან. განვიხილოთ რამდენიმე მარტივი გზა თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ფიშინგ მეილი.
ყურადღება: თუ ეჭვი გეპარებათ, მეილის სიყალბეში არ დააწკაპუნოთ ბმულზე დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის ჯგუფს მოცემული ფორმის გამოყენებით.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:
-
ყოველთვის ყურადღებით შეამოწმეთ ელ.ფოსტის მისამართი. მაგალითად ეს კონკრეტული მეილი [email protected] არ არის TrustWallet -ის ოფიციალური ელ.ფოსტის მისამართი. ჩვენ ვიყენებთ ელფოსტის მისამართებს, რომლებიც მთავრდება trustwallet.com -ით.
-
TrustWallet-ის მხარდაჭერის სამსახური არასოდეს მოგთხოვთ თქვენი საფულის „ვერიფიკაციას“ რაიმე გზით. ჩვენ არასოდეს გამოგიგზავნით ელ.წერილს ან შეტყობინებას თქვენი 12-სიტყვიანი ფრაზების მოთხოვნით.
-
TrustWallet არ აკონტროლებს თქვენს საფულეს, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს თქვენი საფულის „შეჩერების“ შესაძლებლობა - Trustwallet-ის საშუალებით მხოლოდ თქვენ აკონტროლებთ თქვენს ციფრულ აქტივებს.
-
აშკარა შეცდომები, გრამატიკული შეცდომები ან ურთიერთგამომრიცხავი ტექსტი. ამის დადგენა შეიძლება ცოტა რთული იყოს, მაგრამ ჩვენ არ მივმართავთ ადამიანებს, რომლებიც იყენებენ TrustWallet-ს, როგორც „მომხმარებლებს“.
როგორ შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო:
-
არ გადახვიდეთ ბმულზე, რადგან მათ შეუძლიათ დააინსტალირონ მავნე პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ჰაკერს დისტანციურად გააკონტროლოს თქვენი მოწყობილობა და მოიპაროს თქვენი ინფორმაცია თუ კრიპტოვალუტები.
-
არ გამოეხმაუროთ ფეიკ ელ.ფოსტის მითითებებს, რაც არუნდა საგანგაშოდ გამოიყურებოდეს ის.
-
დაარეპორტეთ ფეიკი ელფოსტა, მონიშნეთ, როგორც ფიშინგ/სპამი ელ.ფოსტის პლატფორმაზე პლუს დაარეპორტეთ TrustWallet-ის კომუნითში.
ფეიკი ვებგვერდები
ფიშინგ ვებგვერდის მისამართი ძალიან მიმსგავსებულია ნამდვილ ვებგვერდთან, ამავდროულად ისინი იყენებენ TrustWallet-ის ლოგოს.
ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ URL-ს. იხილეთ ფეიკ ვებსაიტის მისამართი ფოტოზე. TrustWallet-ის რეალური URL არის www.trustwallet.com
მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს შეიყვანოთ თქვენი 12-სიტყვიანი ფრაზები, არ გადახვიდეთ ბმულებზე და ატ შეავსოთ რაიმე ფორმა.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:
ყოველთვის ყურადღებით შეამოწმეთ URL. ზემოთ სქრინზე მოცემულ მაგალითში ნახავთ, რომ ყალბ ვებსაიტს აქვს საეჭვო URL, რომელიც არ ეკუთვნის TrustWallet-ს.
- არც ერთი ლეგიტიმური ვებსაიტი, მათ შორის trustwallet.com, არასოდეს მოგთხოვთ 12 სიტყვიან ფრაზებს.
როგორ შევინარჩუნოთ უსაფრთხოება:
-
ჩაინიშნეთ ლეგიტიმური URL-ები, როგორიცაა https://trustwallet.com თქვენს ბრაუზერში. სანიშნეები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომა და უზრუნველყოთ, რომ ყოველთვის მოხვდეთ სწორ ვებსაიტზე.
-
არ შეავსოთ რაიმე ფორმა და არ შეიყვანოთ 12-სიტყვიანი ფრაზები.
-
არ გადახვიდეთ არცერთ ბმულზე, რადგან მათ შეუძლიათ დააინსტალირონ მავნე პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ჰაკერს დისტანციურად გააკონტროლოს თქვენი მოწყობილობა და მოიპაროს თქვენი ინფორმაცია.
WHATCH ONLY საფულით თაღლითობა
თაღლითები ატყუებენ მომხმარებლებს WHATCH ONLY საფულის გამოყენებით, რომ თითქოს ისინი შეძლებენ საფულეზე არსებულ აქტივებზე წვდომას პირადი გასაღების გარეშე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:
-
თაღლითები ყიდიან საფულეებს სოციალურ ქსელებში, თითქოს ბალანსზე 1000 ბით დოლარი აქვთ, რეალურად ესენი დასქრინული იმპორტირებული მისამართებია.
-
თაღლითები აცხადებენ, რომ საფულე სპეციალურად შეიქმნა მაინინგის ან ინვესტიციისთვის და მომხმარებელმა უნდა შეიტანოს თანხა თაღლითის მიერ მოწოდებულ საფულეში მაინინგის პროცესის გასააქტიურებლად. თაღლითი აგზავნის თანხებს იმპორტირებულ მისამართზე, რაც ქმნის ილუზიას, რომ თანხები მრავლდება საფულეზე, რეალურად ამ თანხების დახარჯვა შეუძლებელია პირადი გასაღების გარეშე.
როგორ დავრჩეთ უსაფრთხოდ:
-
არასოდეს იყიდოთ საფულე!
-
ფრთხილად იყავით მოწოდებებისგან, რომ თითქოს საფულე შექმნილია მაინინგისთვის ან ინვესტიციისთვის. მოერიდეთ თანხების შეტანას უცხო პირების მიერ მოწოდებულ საფულეებში.
-
გააცნობიერეთ, რომ საფულის ბალანსი არ შეიძლება დაიხარჯოს პირადი გასაღების გარეშე და იყავით სკეპტიკურად განწყობილი ყველას მიმართ, ვინც სხვაგვარ ვარიანტს გთავაზობს.
-
თუ არ ხართ დარწმუნებული საფულის, აპლიკაციის ან სერვისის ლეგიტიმურობაში, იკითხეთ რჩევა კრიპტო საზოგადოებებში.
სიფხიზლითა და მხოლოდ ხედვის საფულის მისამართების შეზღუდვების გაცნობიერებით, შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი კრიპტო აქტივები თაღლითებისგან
თაღლითურად შექმნილი საფულის მისამართი
თაღლითობის ტიპი, რომელითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები და მათი კრიპტოვალუტები არასწორ მისამართზე გააგზავნინოს. ამ თაღლითობის დადგენა ძნელია, თუ არ იცით ზუსტად რა უნდა მოძებნოთ და როგორ აიცილოთ იგი.
აი, როგორ მუშაობს ეს:
-
თაღლითი ქმნის საფულის მისამართს, რომელიც ძალიან ჰგავს თქვენი საფულის ერთ-ერთ მისამართს ან მისამართს, რომელთანაც ახლახან გქონდათ ინტერაქცია. მაგალითად, თუ მეგობარი გამოგიგზავნით კრიპტოვალუტას, ის ქმნის თქვენი მეგობრის მისამართის მსგავს მისამართს. ან, თუ თქვენ გამოუგზავნეთ საკუთარ თავს კრიპტო ბირჟიდან, ისინი შექმნიან მის მსგავს მისამართს.
-
თაღლითი აგზავნის მცირე ოდენობის კრიპტოვალუტას თქვენს საფულეში, მათ მიერ შექმნილი მიმსგავსებული მისამართიდან. ხშირად ისინი აგზავნიან ნულოვანი (“0”) კრიპტოვალუტის ყურადღების მისაქცევად.
-
თაღლითი იმედს იტოვებს, რომ შემდეგ ჯერზე დააკოპირებთ მათ თაღლითურ მისამართს თქვენი ტრანზაქციის ისტორიიდან და გაუგზავნით თქვენს კრიპტოვალუტას თაღლითს.
მსგავსი მისამართის გამოვლენა რთულია, რადგან კრიპტოგრაფიული აპლიკაციები, როგორც წესი, ამცირებენ კრიპტო მისამართების მოცულობას ინტერფეისში. ზემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ, რომ მისამართები ასევე შემცირებულია TrustWallet-ის ტრანზაქციის ისტორიაში.
ეს ლოგიკურია, რადგან კრიპტო მისამართები შეიძლება იყოს ძალიან გრძელი, ამიტომ მოსახერხებელია პრეფიქსის (მისამართის პირველი რამდენიმე სიმბოლო) და სუფიქსის (მისამართის ბოლო რამდენიმე სიმბოლო) ჩვენება აპლიკაციაში.
ზემოთ მოცემულ სურათზე, 0.001 ETH დეპოზიტი და 0.002 ETH ჰგავს ერთიდაიგივე მისამართიდან გაგზავნილს. მაგრამ დეპოზიტი შეიძლება იყოს თაღლითური მისამართიდან. ტრანზაქციის გვერდზე თქვენ ვერ ხედავთ სრულ მისამართს. თქვენ სრულ მისამართს ნახავთ, თუ დააკლიკეთ დეტალებს.
თაღლითებმა იციან, რომ ბევრი ადამიანი არ ამოწმებს მათი ტრანზაქციების სრულ მისამართს - და ისინი იმედოვნებენ, რომ თქვენ არ გადაამოწმებთ მისამართს, რომლებთანაც ურთიერთობთ კრიპტოვალუტის გაგზავნამდე.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:
- უფრთხილდით თქვენს საფულეში მოულოდნელ მცირე დეპოზიტებს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტოქენი ან ქოინი, როგორიცაა TRX, USDT, ETH ან ნებისმიერი სხვა აქტივი, როგორიცაა NFT.
როგორ დავრჩეთ უსაფრთხოდ:
-
არასოდეს დააკოპიროთ საფულის მისამართი თქვენი ტრანზაქციის ისტორიიდან, როდესაც გსურთ კრიპტოვალუტის გაგზავნა ან მიღება.
-
გამოიყენეთ TrustWallet -ის მისამართების წიგნის ფუნქცია თქვენთვის ნაცნობი და სანდო მისამართების შესანახად. ამ გზით თქვენ არ მოგიწევთ მისამართების განმეორებითი კოპირება და ჩასმა.
ი -
იმ შემთხვევაში, თუ საფულის მისამართი არ ინახება მისამართების წიგნში, აუცილებლად სათითაოდ შეამოწმეთ მისამართის თითოეული სიმბოლო ტრანზაქციამდე.
-
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ გახდებით მსგავსი თაღლითური მისამართის მსხვერპლი, თქვენი საფულე მაინც უსაფრთხოა. უბრალოდ არ გაგზავნოთ კრიპტო თაღლითურ მისამართზე.
-
თუ თქვენ მიიღებთ მოულოდნელ NFT-ს, არ სცადოთ მისი გაგზავნა, ვაჭრობა ან ურთიერთქმედება რაიმე ფორმით. გამოიყენეთ TrustWallet -ის დამალვის და დარეპორტების (hide and report) ფუნქცია, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს NFTs აღარ გამოჩნდეს თქვენს საფულეში.
ყალბი აპლიკაციები
ყალბი საფულის აპლიკაციებით შეუძლიათ მიითვისონ თქვენი საიდუმლო ფრაზები. იყავით ფრთხილად თქვენ შეიძლება შეგხვდეთ ყალბი TrustWallet აპლიკაციის მსხვერპლი.
ყალბი TrustWallet აპლიკაციის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ოფიციალური ვებგვერდიდან TrustWallet. ოფიციალური გვერდი გადაგიყვანთ აპლიკაციების მაღაზიაში სწორ მისამართზე.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:
-
მავნე აპლიკაციები, მიუთითებენ, რომ თქვენი საფულე დაბლოკილია ან დაიბლოკება.
-
გაყალბებული აპლიკაციის სახელში ტექსტური შეცდომები გვხვდება.
-
ყალბ აპლიკაციას აქვს ძალიან ცოტა მიმოხილვა მის შესახებ.
-
ყალბი აპლიკაციის ვებგვერდები ძალიან გავს ნამდვილ ვებგვერდს ამიტომ ყოველთვის გადაამოწმეთ URL და არასოდეს შეიყვანოთ თქვენი ფრაზები ვებსაიტზე.
როგორ დავრჩეთ უსაფრთხოდ:
-
ჩამოტვირთეთ trustwallet აპლიკაცია ოფიციალური ვებსაიტის მეშვეობით https://trustwallet.com
-
ჩაინიშნეთ TrustWallet-ის ვებსაიტის URL ყველა ვებ ბრაუზერში, რომელსაც იყენებთ.
-
არასოდეს შეავსოთ რაიმე ფორმა და არ შეიყვანოთ თქვენი 12-სიტყვიანი ფრაზები.
-
არ დააწკაპუნოთ არცერთ თაღლითურ ბმულზე, რადგან მათ შეუძლიათ დააინსტალირონ მავნე პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ჰაკერს დისტანციურად გააკონტროლოს თქვენი მოწყობილობა და მოიპაროს თქვენი ინფორმაცია.
ყალბი SMS შეტყობინებები
Trust Wallet არის დეცენტრალიზებული საფულე და არ იყენებს SMS 2FA-ს ან კონფირმაციის მეთოდებს.
ასე რომ, ნებისმიერი SMS ტექსტური შეტყობინება, რომელსაც თქვენ მიიღებთ TrustWallet-თან დაკავშირებით, ყალბია და ცდილობს მოიპოვოს არაავტორიზებული წვდომა თქვენს კრიპტოვალუტაზე. TrustWallet არასოდეს გამოგიგზავნით SMS ტექსტურ შეტყობინებას.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:
- ნებისმიერი SMS შეტყობინება, რომელიც თითქოს გამოგზავნილია TrustWallet-იდან, სიმართლეს არ შეესაბამება. არ უპასუხოთ ამ ტექსტურ შეტყობინებებს და არ მიჰყვეთ მათ მითითებებს.
როგორ დავრჩეთ უსაფრთხოდ:
-
არ დააწკაპუნოთ ბმულზე თუ თქვენ მიიღებთ SMS ტექსტურ შეტყობინებებს ვინმესგან, რომელიც აცხადებს, რომ არის TrustWallet-ის წარმომადგენელი.
-
დაბლოკეთ და მონიშნეთ სპამში მსგავსი შეტყობინებები.
სოციალური მედიის პოსტები და ჯგუფები
თაღლითები ხშირად იყენებენ სოციალური ქსელების ანგარიშებს Twitter-ზე, Telegram-ზე და სხვებზე, რათა მოატყუონ ადამიანები და გამოსტყუონ პირადი საფულის საიდუმლო ფრაზები. გახსოვდეთ, რომ TrustWallet არასოდეს გამოგიგზავნით შეტყობინებას სოციალურ ქსელებში თქვენი 12-სიტყვიანი ფრაზების თხოვნით.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:
-
უფრთხილდით ყველას, ვინც გამოგიგზავნით შეტყობინებას ფრაზების შეყვანის თხოვნით. არასოდეს არავის გაუგზავნოთ თქვენი 12-სიტყვიანი საიდუმლო ფრაზა.
-
სიფრთხილით მოეკიდეთ თაღლითობებს ან სქემებს, რომლებიც გთხოვენ მცირე რაოდენობის კრიპტოს გაგზავნას მეტის მისაღებად. თუ ეს ზედმეტად კარგად
როგორ შევინარჩუნოთ უსაფრთხოება:
-
არ უპასუხოთ მესიჯებსა და მითითებებს და არასოდეს გაუგზავნოთ თქვენი 12-სიტყვიანი საიდუმლო ფრაზა ვინმეს სოციალურ ქსელებშუ ან სხვა პლატფორმებზე.
-
არ დააწკაპუნოთ არცერთ ბმულზე, რადგან მათ შეიძლება დააინსტალირონ მავნე პროგრამა თქვენს მოწყობილობაზე.
ფიშინგის შეტევები ვითარდება და უფრო დახვეწილი ხდება, თუ ეჭვი შეიტანეთ თაღლითობაში, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს. ასევე, არ დაგავიწყდეთ გამოგვყვეთ Twitter-ზე @Trust Wallet, სადაც ჩვენ საფრთხეების შესახებ გაცნობებთ და გაგიზიარებთ უსაფრთხოების რჩევებს.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე Trustwallet საქართველო