თქვენ უკვე შეგიძლიათ გაგზავნოთ და მიიღოთ Bitcoin, Dogecoin, Litecoin და მრავალი სხვა ქოინი TrustWallet-ის ბრაუზერის გაფართოების გამოყენებით.
გაცნობებთ, რომ TrustWallet Browser Extension უკვე მხარს უჭერს ბიტკოინს (BTC) და მის რამდენიმე პოპულარულ ფორკს, მათშორის Dogecoin (DOGE), Litecoin (LTC) და სხვა.
ბიტკოინის ფორკები არის ჩეინები, რომლებიც შექმნილია ახალი ფუნქციების დანერგვის, მასშტაბების გაუმჯობესების და/ან კონფიდენციალურობის თუ უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ეს ის გამოწვევებია, რომლებიც საწინდარია ახალი კრიპტოვალუტის შექმნის, სწორედ ამიტომ იქმნება ახალი ბლოკჩეინები, როგორიცაა Bitcoin Cash, რომელიც აკმაყოფილებს ახალ მოთხოვნებს, ხოლო ორიგინალური ბიტქოინოს ჩეინი აგრძელებს მუშაობას “ძველი წესებით”.
ბლოკჩეინები და ქოინები ემატება ჩვენს ბრაუზერის გაფართოებას და ის უკვე მხარს უჭერს Ethereum, Solana, Aptos, BNB Smart Chain, BNB Beacon Chain, Polygon და Avalanche.
ახალი ჩეინები
ბიტკოინი (BTC): პირველი და ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა ანონიმ(ებ)ის მიერ, სახელად სატოში ნაკამოტოს მიერ 2009 წელს. ის მუშაობს დეცენტრალიზებულ Peer-to-peer ქსელზე. ბიტქოინმა გააცნო მსოფლიოს რევოლუციური ბლოკჩეინის ტექნოლოგია, რომელმაც მას შემდეგ დაიწყო ადაპტაცია და გამოიყენება ფინანსურ სფეროში.
Dogecoin (DOGE): კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა, როგორც MEME ქოინი, თუმცა ის სწრაფად გაიზარდა, ის გამოიყენება მიკროტრანზაქციისთვის და ონლაინ გადახდებში გვხვდება ინტეგრირებული DOGE. ის მუშაობს POW სისტემაზე და ცნობილია დაბალი ტრანზაქციის საკომისიოთი და სწრაფი ტრანზაქციით.
Litecoin (LTC): Peer-to-peer კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა ჩარლი ლის მიერ 2011 წელს, როგორც „ვერცხლი ოქროს ქსელის ბიტკოინის შემდეგ“. ის იყენებს სამუშაოს დადასტურების განსხვავებულ ალგორითმს (Scrypt), აქვს ბლოკების წარმოქმნის უფრო სწრაფი დრო და განსხვავებული ჰეშირების ალგორითმი, რაც მას ერთ-ერთ საუკეთესო კრიპტოვალუტად აქცევს.
Bitcoin Cash (BCH): არის კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა ბიტკოინის მყარი ფორკიდან 2017 წელს, რომლის მიზანია ბიტკოინის მასშტაბურობის საკითხის გადაჭრა. მას აქვს უფრო დიდი ბლოკის ზომა, ვიდრე ბიტკოინს, რაც აძლევს მას საშუალებას უფრო მეტი ტრანზაქცია დაამუშაოს თითოეულ ბლოკში, შესაბამისად BCH ქსელზე უფრო სწრაფი და იაფია ტრანზაქციები.
Dash (DASH): კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა, რომელიც გთავაზობთ პრივატ და მყისიერ ტრანზაქციებს. ის მუშაობს თვითმმართველ და თვითდაფინანსებად მოდელზე, რაც Dash ქსელს საშუალებას აძლევს გადაუხადოს ფიზიკურ პირებს და ბიზნესს სამუშაოების შესრულებისთვის, სწორედ ეს უკანასკნელი მატებს ქსელს ღირებულებას.
Firo (FIRO): ადრე ცნობილი როგორც Zcoin, FIRO არის კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა, რომელიც იყენებს ნულოვანი ცოდნის მტკიცებულებებს, რათა მომხმარებლებს საშუალება მისცენ განახორციელონ მიუკვლევადი ტრანზაქციები. იგი იყენებს უნიკალურ პროტოკოლს სახელწოდებით Lelantus, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ ანონიმურობას და მინიმალურ გავლენას შესრულებაზე.
Qtum (QTUM): კრიპტოვალუტა, რომელიც აერთიანებს Ethereum-ის ჭკვიანი კონტრაქტის შესაძლებლობებს ბიტკოინის სტაბილურ ბლოკჩეინთან და ამავე დროს იყენებს POS მექანიზმს გადამოწმებისთვის. ის შექმნილია დეცენტრალიზებული აპლიკაციების გამარტივებისთვის, რომლებიც პრაქტიკული და გამოსაყენებელია რეალურ სამყაროში, კონკრეტულად ბიზნესზე ორიენტირებული აუდიტორიისთვის.
Viacoin (VIA): ბიტკოინის მსგავსი ციფრული ვალუტა, რომელიც ფოკუსირებულია სწრაფ, მასშტაბირებად და უსაფრთხო მიკროტრანზაქციებზე. Viacoin იყენებს Scrypt მაინინგის ალგორითმს და აქვს მეორე ფენის ქსელი, ClearingHouse, რომელიც დეცენტრალიზებული ბირჟების დაშენების საშუალებას იძლევა.
Ravencoin (RVN): ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც სპეციალიზირებულია აქტივების ერთი მხარიდან მეორეზე გადაცემისთვის. POW სისტემის გამოყენებით, ის საშუალებას იძლევა შექმნას და გადაიტანოს ნებისმიერი რეალური ან ციფრული აქტივი მის ქსელში, რაც აძლიერებს აქტივების გადაადგილების მიკვლევადობას და გამჭვირვალობას.
Digibyte (DGB): დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც ორიენტირებულია კიბერუსაფრთხოებაზე ციფრული გადახდებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. მისი უნიკალური მახასიათებელი მოიცავს ხუთი სხვადასხვა კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოყენებას უსაფრთხოების გაზრდისა და ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფი ბლოკის სიჩქარის გასაუმჯობესებლად, რაც ტრანზაქციებს მნიშვნელოვნად აჩქარებს.
Groestlcoin (GRS): კრიპტოვალუტა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას და მიზნად ისახავს ციფრული გადახდების ხელმისაწვდომობას ყველასთვის. GRS იყო პირველი ქსელი, რომელმაც გაააქტიურა SegWit, მას შეუძლია თითქმის ნულოვანი საკომისიოს დაწესება ტრანზაქციებზე, შეუძლია ძირითადი ბლოკჩეინის ზომის შემცირება და Lightning Network ის შექმნა უფრო სწრაფი და უსაფრთხო ტრანზაქციებისთვის.
Zcash (ZEC): კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს „დაფარული“ ტრანზაქციების შესაძლებლობას, ის იძლევა საშუალებას დაშიფროს შინაარსი მოწინავე კრიპტოგრაფიული ტექნიკით ან ნულოვანი ცოდნის დამადასტურებელი კონსტრუქციის გამოყენებით, სახელწოდებით zk-SNARKs. ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს ქსელს შეინარჩუნოს უსაფრთხო ჩანაწერები, მხარეების ან ტრანზაქციებში ჩართული აქტივების გამჟღავნების გარეშე.
ZelCash (ZEL): კრიპტოვალუტა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ZEL არის ეკოსისტემის მთავარი აქტივი, ის არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მრავალი კომპლექტის საფულეს (ZelCore)
Decred (DCR): კრიპტოვალუტა, რომელიც ბლოკჩეინზე გადაწყვეტილების მიღების პრიორიტეტს ანიჭებს დეცენტრალიზებულ მმართველობას. იგი აერთიანებს ჰიბრიდულ კონსენსუსის სისტემას, რათა დააბალანსოს როგორც მაინერები, ასევე ამომრჩევლები, რითაც ქმნის კონსენსუსის უფრო მძლავრ ცნებას, რომელსაც შეუძლია მოერგოს სხვადასხვა გამოწვევებს.
ეს დამატებები გაძლევთ წვდომას პოპულარული კრიპტოვალუტების უფრო ფართო სპექტრზე, იგივე უსაფრთხო და მოსახერხებელი ინტერფეისით და Trust Wallet გაფართოების გამოცდილებით.
როგორ უნდა დაიწყოთ ამ უახლესი შესაძლებლობების გამოყენება ბრაუზერის გაფართოებაში დღეს, BTC, DOGE, LTC და ყველა ახალი ჯაჭვის ინტეგრაციის შემდეგ
სანამ დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ TrustWallet-ის ბრაუზერის გაფართოების ბოლო ვერსია. Chrome-ის მაღაზიაში შესვლისას მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას საფულის დასაყენებლად.
ქვემოთ მოცემულ მაგალითზე ჩვენ გავიგებთ, თუ როგორ უნდა შეიტანოთ BTC ცენტრალიზებული ბირჟიდან თქვენს TrustWallet-ში.
ნაბიჯი 1: თუ პირველად იყენებთ გაფართოებას, გაიარეთ თქვენი საფულის საწყისი დაყენების პროცესი.
- გახსენით გაფართოება და აირჩიეთ ახალი საფულის შექმნა
- შექმენი პაროლი
- შეინახეთ თქვენი ფრაზები უსაფრთხოდ
ნაბიჯი 2: დააკოპირეთ თქვენი BTC საფულის მისამართი.
- დააწკაპუნეთ BTC Bitcoin-ზე.
- აირჩიეთ “received”.
- დააკოპირეთ თქვენი BTC მისამართი.
ნაბიჯი 3: გაგზავნეთ BTC თქვენი მარკეტიდან TrustWallet-ზე
ამ ეტაპზე, თქვენ უნდა ჩასვათ თქვენი BTC ანგარიშის მისამართი თქვენი ბირჟის შესაბამის გრაფაში.
- გადადით ცენტრალიზებულ ბირჟაზე გატანის ფუნქციაში.
- იპოვნეთ და აირჩიეთ “Withdrawal” ვარიანტი.
- აირჩიეთ BTC აქტივი და შეავსეთ ყველა ინფორმაცია თქვენი Trust Wallet BTC დეპოზიტის მისამართის ჩათვლით.
ტელეგრამი Trustwallet GE