ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ამასთან ერთად იზრდება პირადი პასუხისმგებლობა ჩვენი ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღეს ჩვენ ვხედავთ კრიპტო-ფიშინგის მცდელობების მზარდ რაოდენობას, როდესაც თავდამსხმელები ცდილობენ უბრალო მომხმარებლების მოტყუებას სხვადასხვა გზებით.
თუ გსურთ იცოდეთ საუკეთესო გზა თქვენი კრიპტო აქტივების დასაცავად, მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა.
1. დაიცავით საფულე მავნე პროგრამებისგან
დარწმუნდით, რომ თქვენს მოწყობილობაზე არ არის მავნე პროგრამები. გაითვალისწინეთ არასოდეს დააინსტალიროთ TrustWallet დარუთულ მოწყობილობაზე და ჩამოტვირთეთ აპლიკაცია მხოლოდ ჩვენს ვებსაიტზე მოცემული ბმულებიდან: trustwallet.com
2. არავის არასოდეს გაუზიაროთ თქვენი აღდგენის ფრაზა ან პირადი გასაღები
თქვენი აქტივები უსაფრთხოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეინახავთ აღდგენის ფრაზას და არასოდეს გაუზიარებთ სხვას. მათი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა უმთავრესია რათა თავიდან აიცილოთ არაავტორიზებული წვდომა.
3. შეინახეთ თქვენი საფულის ფრაზების ასლი offline
ყოველთვის შეინახეთ თქვენი აღდგენის ფრაზის ასლი offline! ფურცელზე მისი ჩაწერა ყველაზე მარტივი გამოსავალია. თუ გსურთ რაიმე უფრო გამძლე, ვიდრე ქაღალდი, გირჩევთ, გადახედოთ CRYPTOTAG-ს და მათ პროდუქტებს. USB ჩიპზე შენახული დაშიფრული ტექსტური ფაილიც უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს.
4. რომელი სჯობს ცივი თუ ცხელი საფულე?
დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტის შესანახად გამოიყენეთ ცივი ჰარდვეარ საფულეები, ხოლო ყოველდღიური საჭიროებისთვის და მცირე რაოდენობის აქტივებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი საფულეები, როგორიცაა TrustWallet.
5. ერთი საფულე = ერთ საფულის ფრაზას
არ გამოიყენოთ ერთიდაიგივე აღდგენის ფრაზა სხვადასხვა საფულეზე. უმჯობესია ყოველთვის გამოიყენოთ ახვადასხვა საფულის ფრაზები სხვადასხვა საფულეზე.
6. არ არსებობს საფულის სიტყვების აღდგენის პროცესი. ყოველთვის შეინახეთ სარეზერვო ასლი
არ დაგავიწყდეთ ყოველთვის შეინახოთ თქვენი აღდგენის ფრაზის სარეზერვო ასლი. თუ თქვენი ტელეფონი გატეხილია, მოიპარეს, დაიკარგა ან აპი შემთხვევით წაიშალა, თქვენი საფულე ყოველთვის შეიძლება აღდგეს სხვა ტელეფონზე აღდგენის ფრაზის გამოყენებით. არ არსებობს ფრაზების აღდგენის პროცესი; დაკარგე ფრაზები დაკარგე კრიპტო!
7. დააყენეთ პაროლი ან Touch/Face ID
დარწმუნდით, რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ წვდომა თქვენს TrustWallet-ის მობილურ აპზე, დაამატეთ ავტორიზაციის მეორე დონე, როგორიცაა პაროლი ან Touch/Face ID. ეს ხელს შეუშლის თაღლითებს თქვენს საფულეზე წვდომის მოპოვების მცდელობისას. აქ არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა ჩართოთ მეორე დონის უსაფრთხოება თქვენს მოწყობილობაზე iOS და Android-ისთვის.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე trustwallet GE