აღდგენის ფრაზა თქვენი Trust Wallet-ის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ თქვენი მოწყობილობა დაიკარგა, დაზიანდა ან მოიპარეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ აღდგენის ფრაზა თქვენს საფულეზე წვდომის აღსადგენად. ამიტომ, მნიშვნელოვანია თქვენი აღდგენის ფრაზა ან პირადი გასაღებები უსაფრთხოდ შეინახოთ.
საუკეთესო პრაქტიკა:
-
ამოიწერეთ იგი ფურცელზე და შეინახეთ უსაფრთხო და დაცულ ადგილას. თუ თქვენ ეძებთ რაიმე უფრო გამძლეს, ვიდრე ქაღალდი, გირჩევთ ეს პოსტი წაიკითხოთ CRYPTOTAG
-
შეინახეთ პაროლის მენეჯერში. თქვენი აღდგენის ფრაზა შეინახება დაშიფრულ მონაცემთა ბაზაში ქლაუდზე ან ლოკალურად მომხმარებლის მოწყობილობაზე. აქ არის რამდენიმე პაროლის მენეჯერის უსაფრთხო არჩევანი: Lastpass, 1Password ან KeePassXC.
-
NOTE აპები, როგორიცაა Notes iOS-ისთვის, Samsung Notes Android-ისთვის ან OneNote, საშუალებას გაძლევთ შექმნათ პაროლით დაცული ტექსტური ფაილები. თუ არ გსურთ პაროლის მენეჯერის გამოყენება, შეინახეთ იგი პაროლით დაცულ (დაშიფრულ) NOTE -ში.
მნიშვნელოვანია რამდენიმე ასლის შენახვა: შეინახეთ თქვენი აღდგენის ფრაზა სხვადასხვა ადგილას, რათა გქონდეთ სარეზერვო ასლი. თუ განადგურდა ერთი სარეზერვო ასლი, თქვენ გექნებათ მეორე ასლი.
აქ არის კიდევ ერთი სასარგებლო პოსტი თქვენი საფულის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად: 7 რეკომენდაცია თქვენი კრიპტო საფულის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად